საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 9 804 768 040 ღერი სიგარეტის იმპორტი განხორციელდა, რისთვისაც ქვეყნიდან 157,500.88 ათასი დოლარი გავიდა. 2022 წლის სტატისტიკით კი ქვეყანაში 8 064 029 760 ღერის სიგარეტი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 129,659.32 ათასი დოლარი იყო.

2023 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოში იმპორტირებული სიგარეტის სტატისტიკა ღირებულებით ნაწილში 21%-ით, ხოლო სიგარეტის ღერების რაოდენობით 22%-ითაა გაზრდილი.

საქართველოში იმპორტირებული სიგარეტების 29% ქვეყანაში თურქეთიდან ხორციელდება, 24% სომხეთიდან.

სიგარეტის (სიგარეტები შეფუთვით, თამბაქოს შემცველობით) იმპორტიორი ქვეყნების TOP-5:

თურქეთი - 2 821 890 000 ღერი სიგარეტი;

სომხეთი - 2 375 942 660 ღერი სიგარეტი;

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 352 744 800 ღერი სიგარეტი;

აზერბაიჯანი - 853 170 000 ღერი სიგარეტი;

ირანი - 726 660 000 ღერი სიგარეტი;