2022 წელს საქართველოში 8 მილიონი დოლარის 1 მილიონი კილოგრამი თევზი შემოვიდა. საუბარია ახალ ან გაცივებულ თევზზე. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია.

გასულ წელს თევზის იმპორტის 97% ორი ქვეყნიდან - თურქეთიდან და ნორვეგიიდან განხორციელდა. 

თურქეთიდან 3.9 მილიონი დოლარის 650.5 ათასი კილოგრამი თევზია შემოტანილი, რომლის საშუალო ფასი კილოგრამზე 6 დოლარია.

ნორვეგიიდან თევზის იმპორტმა 3.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამში 344 ათასი კილოგრამი, რომლის საშუალო ფასი 11 დოლარია.