თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისის თვეში, 5 სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.
ივნისი შეხვედრების განრიგი:
პირველი ტრენინგი 13 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ოპერაციების მართვის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება.
მეორე შეხვედრა 17 და 19 ივნისს ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს.
მესამე ტრენინგი, 24 ივნისს გაიმართება საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 26 ივნისს ჩატარდება და ის ხშირად დაშვებულ ფინანსური შეცდომების თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
ივნისის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგი 30 ივნისს, ექსპორტის ციკლის თემატიკას დაეთმობა და მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.