„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა DHR-თან პარტნიორობა გააფორმა. შედეგად, „სელფის“ კორპორაციული კლიენტები DHR მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, DHR ადამიანური რესურსების მართვის ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს მართვის სრულიად გაციფრულებულ სერვისს სთავაზობს. მრავალფეროვან მომსახურებასთან ერთად, პლატფორმის HR & Payroll სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ HR პროცესების გამარტივებული მომსახურებით, დაზოგონ დრო და მიიღონ მაღალკვალიფიციური ციფრული მომსახურება. DHR საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. პლატფორმა სრულიად ორიენტირებულია როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის საკომუნიკაციო კომფორტსა და პროცესების ეფექტურ მართვაზე.

“სელფი, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში მდგომი კომპანია, მხარს უჭერს ქვეყანაში ციფრული ინდუსტრიის განვითარებას სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის გზით. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთა სიას შემოუერთდა DHR - პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, მოქნილი სერვისით, მარტივად და ეფექტურად მართონ კომპანიის თანამშრომლების შრომით სამართლებრივი და ადმინისტრირების პროცესები საქართველოს კანონმდებლობის და რეგულაციების დაცვით” - აცხადებენ "სელფი მობაილში".