საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი  2023 წლის კვარტალური ფინანსური ანგარიშების თანახმად.  აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული VTB ბანკი 6 თვის შედეგებით 15 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ VTB-იმ საკუთარი აქტივების და ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გაასხვისა, მას მაინც დარჩა დეპოზიტების და კრედიტების გარკვეული პორტფელი, რომლიდანაც ბანკი ამ დრომდე იღებს შემოსავლებს. სანქციების დაწესებამდე ბანკის აქტივები 2.1 მილიარდი ლარი იყო და მას 1.55 მილიარდი ლარის საკრედიტო და 1.56 მილიარდის სადეპოზიტო პორტფელი ჰქონდა. ამჟამად კი ბანკის აქტივები 413 მილიონი ლარია, მისი სესხების პორტფელი 202 მილიონი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 22 მილიონი ლარია.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკმა წლის პირველ ნახევარში სესხებიდან 7.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი 0.7 მილიონი ლარი იყო, ამასთან ბანკს ჰქონდა 17.7 მილიონი ლარის მოგება სავალუტო სახსრების გადაფასებიდან, ხოლო მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 19.6 მილიონი ლარი იყო.

ვრცლად bm.ge