როგრც ცნობილი რუსული პორტალები წერენ, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 2 აპრილიდან ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. 

რუსული ინტერნეტ გამოცემები წერენ, რომ ბათუმსა და მოსკოვს შორის ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაბილეთები ავიაკომპანიის საიტზე ამ დროისათვის არ იძებნება.

აღნიშნულ მიმართულებაზე Georgian Airways-ის მიერ ფრენების დაწყება ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში აანონსდებოდა, თუმცა ავიაკომპანიამ რეისების დაწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გადაწყვიტა.

რუსული წყაროები ავიაბილეთების ფასებზეც წერენ და განმარტავენ, რომ ტარიფები „დემოკრატიულია“, ერთი გზა 26 498 რუბლიდან (დაახლოებით 792 ლარი).