რამდენიმე თვეა საქართველოში „ბიზნესის მხარდაჭერისა და საკონსულტაციო ცენტრი“ (BSCC) ამოქმედდა, რომელიც სამეწარმეო სუბიექტებს კონკურენტულ და სწრაფად ცვლად, სიურპრიზებით გაჯერებულ და ტურბულენტურ გარემოში გაზრდილი ბიზნეს რისკების შეფასებასა და დაძლევაში დახმარებას სთავაზობს.

BSCC მულტიპროფილურ საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა, როგორიცაა: იურიდიულ - სამართლებრივი ადვოკატირება, ბიზნესის მოდელზე და არსებულ გამოწვევებზე მორგებული მენეჯერული კონსალტინგი, საფინანსო - ეკონომიკური მხარდაჭერა ფინანსურ აღრიცხვა/ანგარიშგებაში, ანალიტიკური კვლევები და თანამუშაობა ვორკშოფების ფორმატში, პროფესიული სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შედგენა/განხორციელების მხარდაჭერა, ასევე გარემოს კვლევა და ანტიკრიზისული ბიზნეს სტრატეგიის ფორმირება და სხვა.

„ეს მომსახურება ბიზნეს სტრუქტურებს სიტუაციური ანალიზის საფუძველზე ოპტიმალური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევთ. ცენტრის სერვისი არ სრულდება მხოლოდ ცოდნა/გამოცდილების გაზიარებით მეწარმეებისთვის - პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, როგორც კლიენტის პარტნიორი კომპანია. ცენტრთან აფილირებული არიან ცნობილი ექსპერტ/კონსულტანტები, ასევე პროფილური პარტნიორი ორგანიზაციები“, - აცხადებენ „ბიზნესის მხარდაჭერისა და საკონსულტაციო ცენტრში“.

ცენტრი დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც აკადემიურ მოღვაწეობასთან ერთად მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ.

BSCC ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკი ხელმძღვანელობს - მრავალწლიან საუნივერსიტეტო აკადემიურ საქმიანობასთან ერთად, იგი იდგა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სათავეებთან შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება/იმპლემენტაციის ეტაპიდან - იყო სააგენტოს პირველი თავმჯდომარე, აქვს მსხვილი სტრუქტურების/ერთეულების მართვის გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, ეწევა საერთაშორისო პროექტების კონსალტინგს და გააჩნია ტრენინგების ორგანიზება/ჩატარების დიდი გამოცდილება;

ცენტრის გუნდის წევრია პროფესორი რევაზ ასათიანი - წლების განმავლობაში საერთაშორისო პროექტებს ხელმძღვანელობდა და იკავებდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის და აგრარული პროგრამების კოორდინატორის პოსტებს, ასევე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

პროფესორი გოგი კონტრიძე - საფინანსო/საბანკო სფეროს ექსპერტი, დიდი ხანია ჩართულია აუდიტურ საქმიანობაში, არაერთი სამაგიდო წიგნის ავტორია ამ სფეროში;

პროფესორი გივი ლემონჯავა - ეკონომეტრიკული ანალიზისა და ბიზნეს - მოდელირების აღიარებული მკვლევარი, წლების განმავლობაში თიბისი ბანკის აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი, ბიზნესის შეფასების სერტიფიცირებული დამოუკიდებელი შემფასებელი;

თამაზ ინაშვილი - იურისტი, აქვს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი დავების გარჩევა/ადვოკატირების გამოცდილება, მუშაობდა რამდენიმე სამინისტროს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად, გააჩნია მდიდარი კერძო იურიდიული პრაქტიკა.

„გაქვთ გამოწვევები ბიზნესში ?! დაუკავშირდით პროფესიონალებს:

info.bscc.ge@gmail.com; ☎ +995 522 221131