პროკრედიტ ბანკი აგრძელებს რეგიონული ბიზნესშეხვედრების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას და რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.

ბათუმის, ზუგდიდისა და თელავის წარმატებული შეხვედრების შემდეგ, წლევანდელი სერიის ბოლო ღონისძიება ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში (ნიკეას ქ. 19) გაიმართება.

ღონისძიების მთავარი თემაა ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბიზნესტრენდებს, ტექნოლოგიურ განვითარებას, ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების გზებს.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

  • მდგრადობა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
  • მენეჯმენტის სტრატეგიული როლი ბიზნესის ზრდაში
  • ციფრული მარკეტინგის თანამედროვე მიდგომები
  • ბიზნესის დაფინანსებისა და მხარდაჭერის პროგრამები
  • ქალ მეწარმეთა ეკონომიკური გაძლიერება

ღონისძიება მოიცავს ქინოუთ-სესიებსა და პანელურ დისკუსიებს, სადაც მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, გაიგებენ წარმატებული მეწარმეების გამოცდილებას და შეძლებენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას.

რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ინიცირებით, პროკრედიტ ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, გააძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესები და შექმნას პლატფორმა, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობის ფორმირებას უწყობს ხელს.


თარიღი: 3 დეკემბერი /17:00
ლოკაცია: West Inn Georgia, ქუთაისი

დასწრება თავისუფალია – რეგისტრაცია საჭიროა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScvPxmF1YzHgNdzjx-Ak7awV05EIpiSJS3ryM6c1pPyiFvgdA/viewform