წელს პროკრედიტის აკადემიის სამწლიანი მენეჯმენტის პროგრამა საქართველოდან 7-მა თანამშრომელმა, ხოლო ერთწლიანი ბანკირების პროგრამა 9-მ წარმატებით დაასრულა. აკადემია, რომელიც 2006 წლიდან ფუნქციონირებს ფრანკფურტში, წარმოადგენს პროკრედიტ ჯგუფის საგანმანათლებლო და თანამშრომლების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს. მისი მიზანია კომპლექსური საკითხების კრიტიკული ანალიზი, თანამშრომლებისთვის ბაზრის მიმდინარე სიახლეების გაცნობა, საუკეთესო სამუშაო პრაქტიკების გაზიარება და მათი საბანკო საქმიანობაში დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ კურსებს უძღვებიან როგორც პროკრედიტ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები, ისე წამყვანი ევროპული უნივერსიტეტიდან მოწვეული ლექტორები. 2006 წლიდან - დღემდე საქართველოდან 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემია არა მხოლოდ საბანკო ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ მონაწილეებს კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარებს უვითარებს, ასევე აცნობს ფილოსოფიას, ანთროპოლოგიას, ისტორიასა და თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებს.
მენეჯმენტის აკადემია ახლა უკვე 2 წლიანია და გადანაწილებულია 12 ბლოკზე. შუალედურად, ინფორმაციული ბლოკების გარდა, სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ბერლინსა და პარიზში ვიზიტებსაც, შემეცნებითი ტურების სახით. ბანკირების აკადემიის შემთხვევაში სასწავლო კურსი ექვს ბლოკშია გაერთინებული. კურსის განმავლობაში პროკრედიტის 12 ქვეყნიდან, სხვადასხვა გამოცდილების, პოზიციისა და შეხედულებების მქონე ადამიანები ფიურტში, აკადემიის შენობაში, დისკუსიის სტილში, კრიტიკულად განიხილავენ სხვადასხვა ფილოსოფიურ თუ მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლები სრულად არიან გათავისუფლებულები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისგან, რათა შეძლონ სასწავლო პროცესზე სრულად ფოკუსირება და ჩართვა.
პროკრედიტ ბანკი უკვე 25 წელზე მეტია, საქართველოში საბანკო საქმიანობის ევროპულ მიდგომებს ნერგავს და განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი თანამშრომლების განვითარებაზე ამახვილებს. ბანკის HR პოლიტიკა ყოველთვის თანამშრომლის პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ზრუნვას ეფუძნებოდა, რაც დასაწყისშივე მოწინავე კორპორაციულ კულტურას განაპირობს.
პროკრედიტის მიდგომა ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიც თითოეული თანამშრომლის პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას შეუწყობს ხელს. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას ღია კომუნიკაციას, გამჭვირვალე პროცესებსა და თანამშრომლებისთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას უთმობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც სამუშაო გარემოზე ზრუნვასა და ქალთა გაძლიერებას, ისე თანამშრომლებისთვის work-life ბალანსის ხელშეწყობას. ბანკი შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავს, რომ მათ ჰქონდეთ ბალანსის შეგრძნებისა და მისი დაცვის შესაძლებლობა. პარალელურად, ახორციელებს შესაბამის პოლიტიკებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ამ მიდგომების ერთგვარი ილუსტრაციაცაა პროკრედიტის მენეჯმენტის და ბანკირების აკადემიები, რომლებიც თანამშრომლებს უწყვეტი სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.