კომპანია „ნოვა“, რომელიც 2006 წელს დაარსდა და დღეს  სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

„ნოვას“ წარმოების მიმართულება მოიცავს თუნუქის, პოლიეთილენის, საიზოლაციო მასალა XPS-ის, წებო-ცემენტებისა და შავი მეტალის 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია არის ისეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში,  როგორებიცაა: Nippon Paint-ის ჯგუფი: BETEK და FAWORI; Saint Gobain-ის ჯგუფი: IZOCAM და RIGIPS; INGCO; BIEN.

„ნოვას“ მეგაცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 7 დიდ ქალაქში : თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური, გორი, თელავი და მარნეული, სადაც მომხმარებლისთვის კომპანიის შეთავაზებული სრული ასორტიმენტია ხელმისაწვდომი. 2024 წლიდან კი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია კიდევ რამდენიმე რეგიონში გახსნის ფილიალებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნოვამ BETEK-ის ბრენდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა ამ ბრენდის წებო-ცემენტების წარმოების ფრენჩაიზი, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

კომპანიის მიზანია უახლოეს მომავალში ქართული ნაწარმი პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი გაფართოება ამიერკავკასიის რეგიონში.

„მივესალმებით ერთ-ერთი უმსხვილესს მწარმოებელ, იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანია „ნოვას“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. სწორად ასეთი წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები კიდევ უფრო აძლიერებენ ბიზნეს სექტორს და ქვეყანაში ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება და ერთობლივად შევძლებთ იმ ამოცანების მიღწევას, რომელიც დღეს ბიზნეს სექტორის წინაშე დგას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.