ნიკოლოზ შურღაიამ პაშა ბანკი დატოვა. ის ამ დრომდე „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი იყო.

„გუშინ დავემშვიდობე საბანკო საქმიანობას. ბოლო წლებია სწრაფად ვიცვლები, განსაკუთრებით დედასამშობლოში დაბრუნების შემდეგ. უწინდელისგან განსხვავებულად ვხედავ სამყაროს, საკუთარ თავს და ჩემს დანიშნულებას.

არასაბანკო პროექტებს მინდა დავუთმო სულ მცირე მომდევნო 1.5 წელი. განსაკუთრებით განათლება და გარემოს დაცვა მაინტერესებს.

ახლა ჩემი უპირველესი საქმეა უფროსი დამლაგებლობა "სადაგში". ერთად ვალაგოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია“, - წერს შურღაია facebook-ში თავის გვერდზე.

ნიკოლოზ შურღაია „სადაგის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეა. თავად „სადაგი“ კი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ბუნების დაცვა, გაჯანსაღება და დასუფთავებაა.