კრედო ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად მხარს უჭერს იმ მიმართულებებს, რომლებიც ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონების განვითარებასა და საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება.
ჩვენი ინიციატივები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა:
- ფინანსური და ციფრული განათლების ხელშეწყობა რეგიონებში
- მომავლის პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა ახალგაზრდებისთვის
- სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის
- ქალების გაძლიერების პროგრამები
- გარემოსდაცვითი აქტივობების მხარდაჭერა და სხვა
„ყველა ამ მნიშვნელოვან მიმართულებას შორის გარემოზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია „მწვანე ანაბარი" – პროექტი, რომლის ფარგლებში კრედო ბანკი მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად ემსახურება საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორიების დასუფთავებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას.
„მწვანე ანაბარი" იძლევა შესაძლებლობას:
შეინახოთ და დააგროვოთ დანაზოგი საიმედოდ
მიიღოთ მაღალი სარგებელი
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თქვენი წვლილი შეიტანოთ გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაში
ინიციატივაში მომხმარებლებთან ერთად, ჩაერთო პარტნიორი კომპანიები:
✔️ ალდაგი
✔️ Lolu ჯგუფი
✔️ ქლინ სერვისი
✔️ ეკო ვუდი
✔️ იტერა ჯგუფი
✔️ RS Line
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, კრედო ბანკის ორგანიზებით თბილისის შემოგარენში - საბადურის ტყის ტერიტორია გარემოსთვის საზიანო ნარჩენებისგან დასუფთავდა.
კრედო ბანკი განაგრძობს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს როგორც სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას, ისე საზოგადოების და რეგიონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.