5 ივლისს საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-მა მომხმარებლებისთვის უკვე ტრადიციად ქცეული გაორმაგების დღე აღნიშნა. წელს კამპანია ორჯერ უფრო მასშტაბური იყო, მასში 500-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჩაერთო, ხოლო მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ.
PLUS-ის გაორმაგების დღე ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მომხმარებელს აერთიანებს. წელს შეთავაზებით 120,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა, PLUS ქულებით კი 200,000-ზე მეტი გადახდა განხორციელდა. გაორმაგების დღის ფარგლებში მომხმარებლებმა ₾30 მლნ-ზე მეტი მოცულობის სარგებელი მიიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ PLUS-ის დაბადების დღე მომხმარებლებისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური შოპინგის დღეა.
„გაორმაგების დღე ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება და მოხარულები ვართ, რომ წლევანდელმა კამპანიამაც მოლოდინს გადააჭარბა. მომხმარებლების მაღალი აქტივობა და პარტნიორთა მზარდი ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ PLUS მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და რეალური სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას, ყოველწლიურად ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსმა, თამარ ნოზაძემ.
თუ წელს გაორმაგების დღით ვერ ისარგებლეთ, თვალი ადევნეთ PLUS-ის მიმდინარე შეთავაზებებს, დააგროვეთ PLUS ქულები და მომდევნო გაორმაგების დღეს თქვენც შეუერთდით.












