თუ ისევ არ ხარ Club Iveria-ს წევრი, აღარ დაკარგო დრო!

დააგროვე ქულები, მოიპოვე პრივილეგიები და ისიამოვნე შენზე მორგებული საუკეთესო სერვისით.

სამყაროში, სადაც გართობისა და დასვენების შესაძლებლობები უსაზღვროა, Club Iveria, გთავაზობთ კომფორტსა და საუკეთესო მომსახურებას. თუ ხარ ადამიანი, ვინც აფასებს ხარისხს და გსურს მიიღო ექსკლუზიური ფასდაკლებები და პრივილეგიები პრემიუმ კლასის ლოკაციებზე, Club Iveria-ს წევრობა საუკეთესო არჩევანია.

Club Iveria-ს სხვადასხვა ობიექტები ზედმიწევნით არის მორგებული წევრების საჭიროებებზე. კლუბის წევრობა უფასოა, ხოლო მასში გაწევრიანების შემდეგ, ავტომატურად იღებ პრივილეგიებს, ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.

საწევრო ბარათის ტიპები

Club Iveria-ში შეხვდებით ოთხ სხვადასხვა კატეგორიის ბარათს, რომლებიცაა: Classic, Silver, Gold და VIP. კაზინოში სტუმრობისას, შეგიძლია დააგროვო ქულები და აიმაღლო სტატუსები. პირველი ვიზიტის დროს, გადმოგეცემა Classic კატეგორიის ბარათი, საიდანაც დაიწყება შენი მდიდრული გამოცდილება.

რა პრიორიტეტები მოგენიჭება Club Iveria-ში გაწევრიანების შემდეგ?

● ფასდაკლებები პრემიუმ კლასის ლოკაციებზე

როგორც Club Iveria-ს წევრი, შენ იღებ წვდომას ექსკლუზიურ ფასდაკლებებზე თბილისის და ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ დაწესებულებაში, მათ შორის რადისონის სასტუმროებში - რადისონ ბლუ ივერია თბილისში, რადისონ ბლუ ბათუმში, რადისონ ქოლექშენში. ასევე კაზინო ივერია თბილისში და კაზინო ივერია ბათუმში, Iveria Beach-სა და სხვა დასასვენებელი ობიექტებში.

შენი წევრობა სცდება მხოლოდ ერთ ადგილს – ეს არის ბილეთი საუკეთესო გართობისა და დასვენებისთვის.

● ექსკლუზიურ ღონისძიებებზე წვდომა

Club Iveria ამაყობს, რომ მასპინძლობს ექსკლუზიურ მსოფლიო დონის ღონისძიებებს და წევრებს საშუალებას აძლევს დაესწრონ დაუვიწყარ საღამოებს, რომლებიც ტარდება თბილისისა და ბათუმის საუკეთესო დარბაზებში.

● სტატუსზე დაფუძნებული უპირატესობები

როგორც ავღნიშნეთ, Club Iveria-ს აქვს წევრობის ოთხი დონე - Classic, Silver, Gold და VIP.  თითოეული გთავაზობს ფასდაკლებების განსხვავებულ დონეებს. შენი სტატუსის დონე განისაზღვრება შენს მიერ დაგროვებული ქულების მიხედვით, პირველ რიგში, კაზინოში ვიზიტების მეშვეობით. ამ ქულების გამოსყიდვა შესაძლებელია შესაბამის ლოკაციებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტად იაქტიურებ და დარჩები ივერიას კაზინოების ერთგული, მით მეტ ფასდაკლებას მიიღებ.

●  შეუდარებელი კომფორტი

Club Iveria-ში სჯერათ, რომ ნამდვილი ფუფუნება დეტალებშია. გუნდი მუდმივად ზრუნავს განავითაროს და დახვეწოს ყველა არსებული სერვისი.