ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, - ეს განცხადება შპს „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პროდუქტებზე ფასების შემცირება, აკაკი ახვლედიანი აცხადებს, რომ - კი.

„ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ამ მიზეზებზე იყო საუბარი. ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა - მე, მაგალითად, ორივე მხარეს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით“, - განაცხადა აკაკი ახვლედიანმა.

ირაკლი კობახიძე პროდუქტებზე მაღალი ფასების საკითზე, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.