გალტ & თაგარტის 27–31 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა, წინა კვირასთან კლება ერთნიშნა პროცენტით ფიქსირდება, ხოლო წინა თვესთან შედარებით კომპანიებმა საბაზრო კაპიტალიზაციის თითქმის მესამედი დაკარგეს.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.60% წინა კვირასთან შედარებით და - 31.04% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 784 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.70 - 40.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 149 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.14% წინა კვირასთან შედარებით და -26.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 430 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.10 - 26.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 142 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), - 5.00% წინა კვირასთან შედარებით და -30.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 315 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.36 - 10.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.