„Winter Jazz Bakuriani 2026“ ფესტივალს, რომელსაც დაბა ბაკურიანი მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამოცამდე მუსიკოსი ესტუმრება. წლევანდელი ფესტივალი სასტუმრო „კოხტა-ბაკურიანის“ ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის სცენა ორი დღის განმავლობაში ათ კონცერტს დაეთმობა.
ფესტივალის პირველ დღეს 14.00 გახსნის სვიტლაიფ სოსაითის საუნდსისტემი (Sweet Life SocietySoundsistem), რომელსაც 16.00 შეცვლის ჯგუფი სმუვ ენდ ტურელი, (Smoove and Turrell Live) ინგლისიდან.
17.30 სტუმრების წინაშე წარსდგება ნიდერლანდული ბენდი კრაკ ენდ სმაკი(Kraak and Smaak Live). 19.00 ფესტივალის სცენას დაუბრუნდება ბენდი სვიტ ლაიფ სოსაითის (Sweet Life Society Live), ხოლო 20.30 გარე კონცერტებს სმუვ ენდ ტურელის საუნდ სისტემი (Smoove and Turrell Sound system) დახურავს. 23.00 სტუმრებს სასტუმროს შიდა სივრცეში უმასპინძლებს ლეგენდარული ინგლისელი ტრომბონისტი და ვოკალისტი დენის როლინსი თავის ბენდთან ერთად (Dennis Rollins’FUNKY-FUNK!) პირველი დღე გვიან ღამემდე გაგრძელდება სვიტ ლაიფ სოსაითის დიჯეი სეტით.
მეორე დღის კონცერტებსგანაახლებს 14.00 საათზე ჯგუფიკრაკ და სმარკ საუნდ სისტემი(Kraak and Smaak Sound system), 16.00 პროგრამას ჯგუფი ბას მანკი (Bass Monkeys Live) გააგრძელებს, ხოლო 17.30 ფესტივალს ბენდი სვინგროვერსი (Swingrowers Live) დახურავს.
Sweet Life Society - ევროპულ მუსიკალურ სცენაზე დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ ლაივ-პროექტად ითვლება. ცხრა მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი შოუ აერთიანებს ვინტაჟური მელოდიების გრუვს, კარიბულ რიტმებს, ამერიკულ ჰიპ-ჰოპს და ბრიტანული ბას-მუსიკის ენერგიას.
Smoove&Turrell- წარმოადგენს თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკ პროექტს, რომელიც ორგანულად აერთიანებს NorthernSoul-ის ტრადიციას, ჯაზურ ჰარმონიას, დისკოს გრუვსა და ელექტრონულ ელემენტებს. მათი ლაივ-შოუ ენერგიული, საცეკვაო და სოციალურად გააზრებული მუსიკის შერწყმაა.
Kraak and Smaak - დღეს მათი ექვს წევრიანი ლაივ ბენდი წარმოადგენს დინამიურ შოუს, რომელიც მოიცავს მათი მუსიკის ყველა ასპექტს: დისკოდან ჰაუსამდე, სოულისა და ფანკიდან ინდი-ელექტრონიკამდე, და ამ ყველაფერს ძლიერი როკ-ენ-როლის განწყობა აგვირგვინებს.
Dennis Rollins - ფანკის სკოლის ტრადიციებიდან, დენისროლინსი წარმოგვიდგება ელიტური ტრომბონისტების რიგში, რომლებმაც ამ ინსტრუმენტის აღქმა მთლიანად შეცვალეს.Maceo Parker-ისა და Pee Wee Ellis-ისიდან დაწყებული, Jamiroquai-დან, Courtney Pine-ის ჩათვლით, დენისროლინსმა თავისი ტრომბონის ოსტატობა უამრავ ჯაზურ, ფანკ და გრუვ-მუსიკის არტისტთან თანამშრომლობით დაამტკიცა.როგორც ჯაზსამყაროს ქამელეონი, იგი ამჯერად წარადგენს პროექტს „FUNKY-FUNK!“ — ექვსწევრიან, ელექტრიზებულ კოლექტივს, რომელიც იკვლევს ფანკურგრუვებსა და მდიდარ მელოდიებს.
Bass Monkeys —ბენდი სადაც შერწყმულია ბას მუსიკის ენერგია და ბრას ბენდის ჟღერადობა, 11 წევრიანი ბენდი ქმნის დინამიურ, ინოვაციურ ფანკ-ელექტრო ჰიბრიდს სცენაზე. ხალისიანი საცეკვაო განწყობასBottom of Form
Swingrowers- პოპ-ბენდი, რომელიც დაიბადა ვინტაჟური სულით ოთხი სტუდიური ალბომის და მილიონობით გლობალური მსმენელის მქონე ჯგუფი, მისი ჟღერადობა აერთიანებს ელექტრონიკას, ჯაზს და რეტრო ელემენტებს, ქმნის უნიკალურ და ადვილად აღსაქმელ სტილს.
- ფესტივალს წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
- გენერალური სპონსორი - Mastercard
- მხარდამჭერი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
სპონსორები:
- ისი პარი
- წყალი ბაკურიანი
- ალმა
- ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე.
თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.












