პროექტ "გალფი ბავშვებისთვის" ფარგლებში უპრეცედენტო თანხა, ჯამში 1,016,000 ლარი აკუმულირდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1500-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე გადანაწილდება.

პროექტი 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა გალფის ქსელში, სადაც გალფის მომხმარებლების მიერ გალფ კლუბის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 10 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე გროვდებოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გალფის მხრიდან მოხერხდა 1500-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახთან დაკავშირება.

ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას მიიღებენ დაკომპლექტებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალური მედიის შესაბამისი ჯგუფების და ტელევიზიებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.