ბიზნესმენი გიორგი მორდეხაშვილი  ისრაელის სატრანსპორტო პოლიტიკაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ თელ-ავივში დაშვებულია ბასლაინში მოძრაობა, თუ მანქანაში 3 ადამიანზე მეტი ზის.

ამასთან ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ მაღალჩინოსნებს ბასლაინში სიარულის არანაირი პრივილეგია აქ არ აქვთ.

„თელ-ავივის საცობებში ბასლაინები ძალიან გვშველის, რადგან როგორც წესი ოთხნი ვმგზავრობთ.

აქ დაშვებულია ბასლაინში მოძრაობა, თუ მანქანაში 3 ადამიანზე მეტი ზის (სპეციალური წარწერებიც არის ბასლაინში 3+). ეს კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით დასაქმებულებს სტიმული მიეცეთ გაერთიანდნენ და ერთი მანქანით იმგზავრონ.

კარგი მაგალითია იმისა, როდესაც მერია ზრუნავს მოქალაქეებზე და არა მაღალჩინოსნებზე, რომელთაც ბასლაინში სიარულის არანაირი პრივილეგია აქ არ აქვთ. აბა ერთი გაბედონ და გაიარონ,“- წერს გიორგი მორდეხაშვილი.