Global Finance-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება სამომხმარებლო...
მეორე რაუნდში
გამარჯვებულ ბანკებს
შორის მოხვდნენ DBS Bank, Citi, CTBC და
სხვა მსოფლიოს წამყვანი
ფინანსური
ინსტიტუტები.World’s Best Digital Banks
2025-ისა და AI In Finance Awards-ის
ფარგლებში, საქართველოს
ბანკს Global Finance-ისგან ჯამურად
ათი ჯილდო გადაეცა, აქედან AI
in Finance დაჯილდოების
ფარგლებში, სოლოს
მიმართულებამ ორ
ნომინაციაში გაიმარჯვა.SOLO
მომსახურების მიზნობრივი
მომხმარებლების
იდენტიფიცირებისთვის
შექმნილმა AI მოდელმა Global
Finance-ის მსოფლიო აღიარება
მოიპოვა.SOLO-ს ინოვაციური
პროექტი ხელოვნური
ინტელექტის (AI) მოდელს სოლო
მომსახურებისთვის
მიზნობრივი მომხმარებლის
იდენტიფიცირებისთვის
იყენებს. პროექტის
ფარგლებში შემუშავებული AI
მოდელი აანალიზებს
მონაცემთა დიდ მოცულობას,
რათა ზუსტად განსაზღვროს
ის მომხმარებლები,
ვისთვისაც SOLO-ს
პერსონალიზებული
მომსახურება ყველაზე
აქტუალური და საჭიროა.
მანქანური დასწავლის
ალგორითმების მეშვეობით,
SOLO-მ შეძლო ტრადიციული
მარკეტინგული მიდგომების
დახვეწა და რესურსების
ეფექტურად წარმართვა.
ხელოვნური ინტელექტის
გამოყენებით
მნიშვნელოვნად შემცირდა
ახალი მომხმარებლის
იდენტიფიცირებაზე
დახარჯული დრო და
ძალისხმევა, რამაც გაზარდა
ოპერაციული ეფექტურობა და
მოგვცა შესაძლებლობა,
დაზოგილი დრო
მომხმარებლებზე მეტ
ზრუნვას დავუთმოთ.SOLO
მომხმარებელმა კი,
რომელსაც რეალურად
ესაჭიროებოდა პრემიუმ
საბანკო მომსახურება,
პროაქტიურად მიიღო მათზე
მორგებული,
პერსონალიზებული
შეთავაზებები. ამან
გაზარდა მათი კმაყოფილება
და ლოიალობა ბანკის
მიმართ.თათია ტუღუში,
ანალიტიკური პროექტების
ლიდი: "ამ პროექტზე
მუშაობისას ჩვენი მთავარი
მიზანი იყო, შეგვექმნა
ინსტრუმენტი, რომელიც
ორივე მხარისთვის
მომგებიანი იქნებოდა.
ხელოვნურმა ინტელექტმა
მოგვცა შესაძლებლობა,
ჩვენი რესურსები
მივმართოთ იქ, სადაც ეს
ყველაზე მეტად საჭიროა.
მომხმარებლებს კი
შევთავაზოთ არა უბრალოდ
პროდუქტი, არამედ მათზე
მორგებული გამოცდილება. ეს
ჯილდო წარმოადგენს ჩვენი
გუნდის დაუღალავი შრომისა
და ინოვაციური ხედვის
აღიარებას. ჩვენ
ვაგრძელებთ ხელოვნური
ინტელექტის
შესაძლებლობების კვლევას,
რათა მომავალში კიდევ უფრო
დავხვეწოთ ჩვენი
სერვისები და შევქმნათ
საუკეთესო გამოცდილება
ჩვენი
მომხმარებლებისთვის".თინათინ
ბრეგვაძე, სოლოს ბიზნესის
განვითრების სამსახურის
უფროსის
მოადგილე: „აღნიშნული
ჯილდო განსაკუთრებული
აღიარებაა ჩვენთვის,
რადგან კონკურენციას
ვუწევდით DBS Bank, Citi, CTBC და სხვა
მსოფლიოს წამყვანი
ფინანსური ინსტიტუტებს.
ხელოვნური ინტელექტის
როლი მნიშვნელოვანია
საფინანსო სექტორისთვის,
რადგან, იძლევა
შესაძლებლობას, შექმნას
პერსონალიზებული
გამოცდილება,
გააუმჯობესოს
გადაწყვეტილების მიღების
პროცესი და ამაღლოს
ოპერაციული ეფექტურობა. SOLO
მომავალშიც განაგრძობს ამ
ტრანსფორმაციის გზაზე
სვლას და
მომხმარებლისთვის
საუკეთესო საბანკო
გამოცდილების
შექმნას.“აღსანიშნავია,
რომ ჯილდოს ფარგლებში,
აპლიკანტები მსოფლიო
დონის CGI-ს ექსპერტებმა
შეაფასეს, ხოლო
გამარჯვებულები Global Finance-ის
რედაქტორებმა
გამოავლინეს.“Global Finance
სიამაყით წარმოგიდგენთ
პირველ AI in Finance-ის ჯილდოს
გამარჯვებულებს. ჩვენი
რედაქციული
მიუკერძოებლობისა და
სიზუსტის 38 წლიანი
მემკვიდრეობა, მსოფლიოს
საუკეთესო ბანკების
გამოვლენის 26 წლიანი
პრაქტიკა და გამოცდილება
გვაძლევს საკმარის
კვალიფიკაციას იმისათვის,
რომ წარმოგიდგინოთ
პირველი ჯილდო ფინანსებში
ხელოვნური ინტელექტის
მიმართულებით. ფინანსურ
სექტორში ხელოვნური
ინტელექტი ჯერ კიდევ
განვითარების ეტაპზეა,
თუმცა, მას დიდი ზრდის
პოტენციალი აქვს. გვჯერა,
რომ Global Finance-ის AI in Finance ჯილდო
ხელს შეუწყობს აღნიშნულ
სექტორში ხელოვნური
ინტელექტის
განვითარებას”,
- აღნიშნავს ჯოზეფ
ჯიარაპურო, Global Finance-ის
რედაქტორი და
დამფუძნებელი.
1760697360