„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი განახორციელა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ პირდაპირ ავიარეისს.

„არა რუსეთთან ფრენებს“, - წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა.