ფეისბუკ მომხმარებელი გუგა ხელაია, საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"აწი რაც არ უნდა მოხდეს:

გაუმარჯოს, ბორის პაიჭაძეს, მიშა მესხს, დათო ყიფიანს, გიორგი ქინქლაძეს! 
გაუმარჯოს, დინამოს და 81 წლის წარმატებას!
გაუმარჯოს, ნოდარ ახალკაცს!
გაუმარჯოს, 90 წლების საოცარ ნაკრებს, რომლებიც თამაშის წინ "ნოლ სემის" ფეჩით თბებოდნენ და მაინც სასწაულ თამაშს აჩვენებდნენ მაყურებელს!
გაუმარჯოს, ეზოებში არსებულ ასფალტის მოედნებსა და სოფლებში არასიმეტრიულ, ორმოებიან, ხის კარებიან და გრძელ ბალახიან მინდვრებს!
გაუმარჯოს, შოთი, აჩი, რეზის, მათ დიპლომატიურობას და მათ ყოველმხრივ ნიჭს, ფეხბურთის მიღმაც რაც ახასიათებთ!
გაუმარჯოს, ქეცბას გოლიათივით გულს!
გაუმარჯოს, ქომაგებს!
გაუმარჯოს, მილიონჯერ გაკერილი ბურთით ძილს!
გაუმარჯოს, სტიკერების, პოსტერების, გაზეთების და კარტების კოლექციებს, რასაც შვილივით ვუფრთხილდებით!
გაუმარჯოს, მე და ბაბუაჩემი 98 წლის მსოფლიოს თამაშების შესვენების დროს ოთახში რომ ფეხბურთს ვთამაშობდით და ცხრაასი სუვენირი რომ გამიტეხავს სახლში ბურთით!
გაუმარჯოს, ფედერაციას, შეფ კონსტანტინეს, ექიმ დავითას და მის გუნდს, სოც. მედია მენეჯერებს, ასისტენტებს, საერთოდ ყველა ადამიანს, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილია!
გაუმარჯოს, ვილი სანიოლს!
გაუმარჯოს, ვიდეო ზარებით ჩართვებს გერმანიის სტადიონებიდან!
გაუმარჯოს, ყველა ჰიმნს, სიმღერას, ლექსს და შეძახილს, რაც ამ ყველაფერმა შექმნა!
გაუმარჯოს, ყველა სხვა ეროვნების ადამიანს, რომელიც მთელი გულით გვულშევმატკივრობს!
გაუმარჯოს, ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური, სოციალური, თუ სხვა სტატუსისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ყველას თანაბრად გვიყვარს და გვაბედნიერებს!
გაუმარჯოს, ყველა ემიგრანტს, რომელიც უცრემლოდ ვერ უძლებს ამ ყველაფერს!
გაუმარჯოს, გიგა გვენცაძეს, მის ემოციურობას და "მიდის სანახავად"-ს!
გაუმარჯოს, ყველას, ვინც სხვადასხვა მიზეზით ვერც გერმანიაში გამგზავრება შეძლო და ზოგმა ყურებაც კი ვერ მოახერხა თამაშების!
გაუმარჯოს, ყველას ვინც ნასესხები ფულითა და ბოლო კაპიკებით იყო წასული გერმანიაში!
გაუმარჯოს, ყველას, ვინც ამ ბედნიერებას ვერ მოესწრო და სხვა განზომილებიდან იდგა ჩვენს გვერდით!
გაუმარჯოს, ფეხბურთი რომ არასოდეს არ უნახავთ და ბოლო 3 თვეა ამ თამაშების გადამკიდე წნევის აპარატებითა და დამამშვიდებლებით სხედან ტელევიზორებთან!
გაუმარჯოს, ლევან ღვინიანიძეს, რომ ასე საუკეთესოდ გაგვაცნო ჩვენი ბიჭები თავისი გადაცემით!
გაუმარჯოს, Geo Team-ს!
გაუმარჯოს, ბავშვების გაღვიძებას რომ ერიდებიან და ვიბრაციაზე რომ გადაჰყავთ გოლებისა და გამარჯვების აღნიშნვა!
გაუმარჯოს, არ დანებებას, ბოლომდე ბრძოლას და შეუპოვრობას!
გაუმარჯოს, ჟორჟის სიმღერასავით ქართულს!
გაუმარჯოს, საზანოვის ტრიბუნებზე ყოფნას და უწყვეტ შეძახილებს!
გაუმარჯოს, დინამოს აკადემიას და ყველა ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ასეთი თაობის შექმნაში!
გაუმარჯოს, ხვიჩას, მამარდას, ლოჩოს, კაკაბას, ქოჩორას, კაშოს, კვირკველიას, დვალს, ჟორჟს, ბუდუს, კიტეს, წიტაიშვილს, ჩაკვეს, ზურიკოს, შენგელიას, ლობჟანას, კვეკვეს, მექვაბას, გველესას...
გაუმარჯოს, რომ არცერთ პოსტს არ ვტოვებთ უყურადღებოდ და ყოველთვის ყველაზე დიდი უკუკავშირი ჩვენგან იდება!
გაუმარჯოს, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად არის ევროპაზეც, ევროპაშიც და ყველა რომ ჩვენზე ავალაპარაკეთ!
გაუმარჯოს, კვარა რომ აღნიშვნისას რონალდოსთან გარბის!
გაუმარჯოს, ჰიმნის შესრულებისას დორტმუნდში კინაღამ რომ გული წამივიდა!
გაუმარჯოს, გააზიარე ეს ზუთხი და თამაშს მოვიგებთ და რაღაც სისულელეებს რომ ვიგონებთ და თან სადღაც გვჯერა ეგეთი ცრურწმენების!
გაუმარჯოს, ვინც კი ამ დღეების განმავლობაში შემხვდა, ნახევარზე მეტს ხმა რომ წართმეული აქვს!
გაუმარჯოს, თამაშამდე და შემდეგ უკვე ტელევიზორებთან რომ ვწყევლით მოწინააღმდეგეს!
გაუმარჯოს, "ესპანეთის შემდეგ ვის ვხვდებითო?" რომ ისმევა კითხვად!
გაუმარჯოს, მთელი ცხოვრება რომ ამას ველოდებოდით!
გაუმარჯოს, იმ მადლიერების შეგრძნებას, რომელიც ამ ყველაფრის გამო გვაქვს!
გაუმარჯოს, ყველა ცრემლს, ოფლს, დარდს, სევდას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველა ემოციას, რომლისგანაც დავიცალეთ და დავიტენეთ!
გაუმარჯოს, რომ ამდენად მაგრები ვართ!
გაუმარჯოს, რომ სადებიუტო ჩემპიონატზე მოვახერხეთ ჯგუფიდან გასვლა!
გაუმარჯოს, თურქეთთან შეხვედრა, რომ ჯგუფური ეტაპის ყველაზე საინტერესო თამაში აღმოჩნდა!
გაუმარჯოს, უმეტესს სტატისტიკას რომ ჩვენები უდგანან სათავეში!
გაუმარჯოს, 26 მარტს და 26 ივნისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა აღნიშვნების სერიაც მოვაწყეთ!
გაუმარჯოს, ჯერ რომ არ გვჯეროდა, მერე რომ დავიჯერეთ, მაგრამ მომენტებში სიზმარი გვეგონა, და ახლა ნამდვილად რომ გვჯერა!
გაუმარჯოს, ზღაპრის მხოლოდ ბოლოს კი არა, დასაწყისსაც, პროცესსაც და მთლიანობაში ამ ზღაპარს, რომელიც ყველაზე კეთილია!
გაუმარჯოს, რომ ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, თანაც მთელი მსოფლიოს თვალში!
გაუმარჯოს, არასოდეს რომ არ დაგვავიწყდება ეს ყველაფერი!
გაუმარჯოს, ყველას ვისაც არ დაეზარა და ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხა!
გაუმარჯოს, ამდენი რამის ჩამოთვლა ერთ ნონსტოპ დაჯდომაზე რომ შეგვიძლია, თანაც ერთი "სპორტული მოვლენის" საფუძველზე!
გაუმარჯოს, სინამდვილეში ამდენად რომ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა!
გაუმარჯოს, ჩემს საყვარელ ქვეყანას!
გაუმარჯოს, ჩემს საყვარელ ხალხს!
გაუმარჯოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!
გაუმარჯოს, საქართველოს!!!" - წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.