ჰიპერმარკეტი გუდვილი მომხმარებელს აფრთხილებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი სახელით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„მოგესალმებით, გუდვილის სახელით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლებს სთხოვს ბმულზე გადასვლასა და მათი პირადი მონაცემების შეყვანას.

აღნიშნული გვერდი არ არის ჩვენს ბრენდთან კავშირში და გთხოვთ არ გახსნათ ბმული.“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.