საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 1999 წლიდან საქართველოში, ტრადიციულად, სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს ეკონომისტის პროფესიული დღე აღინიშნება, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის "საქართველოს ეკონომისტის" გამოსვლას.

დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის ერთ - ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის მოსაზრებები აქტუალობას დღესაც არ კარგავს. მას მიაჩნდა, რომ სწორედ „ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა“.