საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივნისის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივნისის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით, ISO 20022-ის ფინანსური შეტყობინებების ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართული საფინანსო სექტორის მზადყოფნას გლობალური მიგრაციისთვის ISO 20022-ზე, რომლის საბოლოო ვადად 2025 წლის ნოემბერი განისაზღვრა.აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებას, ეფექტურობასა და ავტომატიზაციას.ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ISO 20022-ის სტანდარტის სტრუქტურა, მისი დანერგვის საუკეთესო პრაქტიკები და ეროვნული მიგრაციის გზამკვლევი.
1749200739
ფორუმი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სივრცეს საერთაშორისო განხილვებისთვის, პოლიტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.ღონისძიებას უმასპინძლა შვეიცარიის საერთაშორისო ფინანსების სახელმწიფო სამდივნომ (SIF) და ორგანიზაცია GFTN-მა (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის მონეტარული ორგანოს ინიციატივით). ფორუმი აერთიანებს ფინანსური, ტექნოლოგიური და რეგულირების სფეროს გლობალურ ლიდერებს, რათა ჩამოაყალიბონ შეთანხმებული ხედვა ფინანსური და ციფრული ეკოსისტემების განვითარებაზე.ეროვნული ბანკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.ფორუმის ფარგლებში, „The FinTech Ecosystem Playbook“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ განხილვაში - „კანონმდებლობა და გლობალური ურთიერთაღიარების სტანდარტის ჩამოყალიბება“ მონაწილეობა მიიღო ღია ფინანსების ეკოსისტემისა და ფინანსური ინოვაციების განვითარების განყოფილების უფროსმა, ვასილ შენგელიამ.ფორუმში ეროვნული ბანკის მონაწილეობა ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს ფინტექ ინოვაციების, ღია ფინანსებისა და რეგულირების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.ამ ტიპის საერთაშორისო ფორუმებში აქტიური ჩართულობა თანხვედრაშია ეროვნული ბანკის სტრატეგიულ მიზანთან - ხელი შეუწყოს საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას და მიუახლოვდეს გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებს რეგულაციურ ტექნოლოგიებში, მონაცემთა საზღვრებს შორის მართვასა და მდგრად ფინანსებში.
1749200647
“რაც შეეხება ნიტრატებს: ეს პროდუქტისთვის ქიმიური საფრთხეა. საკითხი ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით ამ პერიოდისთვის, როდესაც ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის. სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი გამოწვევა ზღვარზე მაღალი ნიტრატების რაოდენობაა. ნიტრატები აზოტმჟავის მარილებია, რომლებიც ბუნებაში თავისთვის გვხვდება ნიადაგში და ბოსტნეულს ზრდაში, განვითარებაში ეხმარება. როდესაც ფერმერი ძალიან დიდი რაოდენობით სასუქებს, პესტიციდებს, თუ სხვა ქიმიურ დანამატებს იყენებს, ამ შემთხვევაში ეს ნიტრატები ზღვარს სცილდება და იმ ზღვარზე ადის, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ შეიძლება. ყველა პროდუქტისთვის არსებობს ნიტრატების რაოდენობა,რის ზემოთაც უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.ამის გასაკონტროლებლად საქართველოში პირველადი წარმოება კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ეს სხვა მიმართულებებთან შედარებით ნაკლებად კონტროლდება. სურსათის უვნებლობა არის ჯაჭვი და მოიცავს ფერმიდან სუფრამდე რგოლებს. ეს რგოლები ყველა უნდა კონტროლდებოდეს. პირველი რგოლი ფერმა და პირველადი წარმოებაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად კონტროლდება და ზუსტად ეს უნდა იყოს ყველაზე ხშირად კონტროლირებული.როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში: მაგალითისთვის, თუ მივიტანეთ პროდუქტი და არ გვაქვს არანაირი ხელსაწყო, რითაც შეიძლება, ნიტრატების რაოდენობა გავზომოთ, შეგვიძლია, გარკვეული ხილი და ბოსტნეული წყალში დავაყოვნოთ ( მაგალითად, ისეთი ხილი/ბოსტნეული რომელიც, შეიძლება, წყალში დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდეს). მაგალითად, მარწყვის და კენკროვანი ხილის დიდი ხნით წყალში დაყოვნება არ შეიძლება. პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და ა.შ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში წყალში რომ დავაყოვნოთ, მათგან ნიტრატების რაოდენობის 20%-იდან 40%-მდე გამოვა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხილ-ბოსტნეულს, თავი და ბოლო მოვაჭრათ, რადგან ნიტრატების ყველაზე დიდი რაოდენობა ზუსტად თავსა და ბოლოში გროვდება. მწვანილების შემთხვევაში, ყველაზე მეტი ნიტრატი შეიძლება, ღეროში არსებობდეს. ამიტომ ღეროები საკვების მოსამზადებლად არ უნდა გამოვიყენოთ და და თავი ზედმეტი ნიტრატებისკენ ამით დავიცვათ.ნიტრატების შემცველობა საკმაოდ პრობლემურია, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი შესყიდვები და ანალიზების ჩატარება ხდება, ხშირ შემთხვევაში ვლინდება, რომ ნიტრატები გადაჭარბებული რაოდენობითაა. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ პირველადი წარმოება შესაბამისი კონტროლის ქვეშ არაა. პირველ რიგში, მაინც საზამთროა, რაშიც ნიტრატები ყველაზე ხშირად შეიძლება, იყოს. შემდეგი მოდის კარტოფილი, ასევე კომბოსტო. რაც შეეხება ნიტრატების საზომ აპარატებს: ეს შეგვიძლია, სახლის პირობებში გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ეს ლაბორატორიის შესაბამის დასკვნას ვერ მოგვცემს , მაგრამ სახლის პირობებში მშვენიერი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია”- განაცხადა არაბულმა “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას.
1749198480
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ მიმართულებებზე:ინდუსტრიული კვლევები და ანალიზი: წლიური/კვარტალური შეჯამება და პროგნოზირება, ბაზრისა და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, საერთაშორისო ბაზრებისა და მოხმარების ანალიზი, აგრონომიული, აგროტექნიკური და სხვა რელევანტური მიმართულებების ანალიზი და სხვა.მრავალწლოვანი კულტურების პორტფელის გაჯანსაღება: მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, მეწარმეებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება სპეციალური პირობებით, კალკულაციებისა და პროგნოზების ერთობლივად შემუშავება, პროექტების ანალიზი, სავეგეტაციო და აგროტექნიკური ფაზების იდენტიფიკაცია და სახელმძღვანელოების შემუშავება, პროექტების მონიტორინგი და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.საჯარო თანამშრომლობა: ერთობლივი ინდუსტრიული აქტივობების განხორციელება (შეხვედრები, საველე ვიზიტები, ტრეინინგები და სხვა).„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა მრავალი წელია, პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TelAgri-სთან თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრო სექტორის განვითარებაში და რისკების შემცირებაში. ამასთან, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ გავაძლიერებთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურას და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული ფერმერისთვის ახალ შესაძლებლობებს შევქმნით“, - აცხადებს ვახტანგ სილაგაძე, საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის განვითარების მენეჯერი.“ტელაგრში გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა აგრობიზნესს უფრო ეფექტურსა და მომგებიანს ხდის — როგორც ფერმერებისთვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სწორედ ამ რწმენით შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაღებიდან მიღებულ ინფორმაციას ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის.ჩვენი პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ სანდო ინფორმაცია საკუთარი მეურნეობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო ბანკებს — მიიღონ გააზრებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.გვწამს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროსექტორის სტანდარტების განვითარებასა და გაუმჯობესებას - რეგიონის, კულტურისა და ჯიშის სპეციფიკის გათვალისწინებით. შედეგად, ფერმერები და ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ მოლოდინების უფრო ეფექტიან მართვასა და აგრობიზნესების მომგებიანობის ზრდას“, — აცხადებს ირაკლი ჩიქავა, ტელაგრის თანადამფუძნებელი და CEO.
1749192180
პირველ კონცერტს 7 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს.მულტიმედიური კონცერტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ფოტო- და ვიდეოკოლაჟს დაეთმობა, რომელიც ასახავს ჯანსუღ კახიძის მოღვაწეობას სხვადასხვა ჟანრში - ოპერა, სიმფონიური მუსიკა და მის მიერ შესრულებული სიმღერები. მეორე ნაწილში კი გაიჟღერებს ცოცხალი მუსიკა თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ანსამბლ „რუსთავისა“ და ვახტანგ კახიძის შესრულებით.პროექტის ავტორი, წამყვანი და დირიჟორი ვახტანგ კახიძეა.ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილმა საღამოებმა, რომლებიც თბილისში უკვე გაიმართა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც მსმენელზე, ისე შემსრულებლებზე. ახლა კი სასიამოვნო საღამოები მუსიკის მოყვარულებს საქართველოს რეგიონებშიც ელით. პირველი კონცერტით ქუთაისში წარვდგებით, რის შემდეგაც უკვე თელავს ვესტუმრებით. კონცერტი დატვირთული იქნება მუსიკალურადაც და ვიდეო- და ფოტომასალითაც. აუდიტორია ჯანსუღ კახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოისმენს.ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტებით დავხურეთ. სეზონი ძალიან წარმატებული იყო. კონცერტების რაოდენობით მეათე ფესტივალი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, რისი შესაძლებლობაც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერამ განაპირობა. ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.ფესტივალის ფარგლებში, გაზაფხულზე თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო გაიმართა. მათ შორის იყოს მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლები – New York Voices, ასევე Kennedy Administration, რომელმაც სპეციალურად შექმნა არანჟირებები, რათა ორკესტრთან ერთად კონცერტის გამართვის შესაძლებლობა ჰქონოდა; მსმენელმა გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდსაც მოუსმინა.ფესტივალზე ამჯერადაც მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქართული მუსიკა. საფესტივალო დღე დაეთმო ეკა მამალაძის კონცერტს, სადაც შესრულდა მარგალიტები ქართული მუსიკიდან.საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა. „თეგეტასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან წლები და ღირებულებები გვაერთიანებს. წელს განსაკუთრებით გვეამაყება, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოგიდგენთ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტებს უკვე საქართველოს რეგიონებშიც.რაც შეეხება მეათე საერთაშორისო ფესტივალს, ის გამორჩეული იყო თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი სივრცეს ვუხსნით ახალ თაობას.სწორედ ასეთი ინიციატივებია ჩვენთვის ინსპირაციის წყარო — ისინი აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციასა და საერთო მიზანს: გავუზიაროთ საზოგადოებას მეტი შინაარსი, ემოცია და შესაძლებლობა“.ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქუთაისის შემდეგ, 5 ივლისს, ასევე „თეგეტას“ მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. ზაფხულის შესვენების შემდეგ კი, შემოდგომაზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ტრადიციული ფესტივალით, „შემოდგომის თბილისით“ განახლდება. ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტის მოსმენის შესაძლებლობა მსურველებს შემოდგომის ფესტივალის ფარგლებშიც მიეცემათ.
1749192158
დაჯილდოების ღონისძიება ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.ამავე ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ, ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირებმა.ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მეორედ, წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა.
1749189607
თეთრი სახლის სპიკერი: ამერიკას სჭირდება ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები,...
1748422639
რატომ შემცირდა ღვინის ექსპორტი? - ექსპორტის მენეჯერი, ნატალია ბასილიძე
1749045205
ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს წარმატებაში, გეგმავთ საქართველოში მ...
1748512456
„დერეფნები, რომლებმაც ევროპა და აზია შეიძლება სამხრეთ კავკასიის გავლით...
1748594093
სექტორის 80% ორ ბანკზე მოდის, საჭიროა, გაჩნდეს ძლიერი მესამე და მეოთხე...
1748624274