საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ჰოლდინგური ჯგუფი „იმპოსტი“ გახდა, რომელიც 17 წლიან სამუშაო გამოცდილებას და კვალიფიკაციას ითვლის.
„იმპოსტი“ საქართველოს მასშტაბით სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო, საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანია დამკვეთებს სთავაზობს კულტურულ-ისტორიული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის სამუშაოებს, სამოქალაქო მშენებლობის სრულ სპექტრს, საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და ექსპლუატაციის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას.
ჰოლდინგის მისიაა, დამკვეთებს შესთავაზოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები, მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების პროცესში, მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიით განავითაროს საქართველოს სამშენებლო და MEP ინდუსტრია.
„იმპოსტი“ ჯგუფის პორტოფოლიო აერთიანებს ისეთ მსხვილ მეწარმე დამკვეთებს, როგორებიცაა სასტუმროთა ქსელი ამბასადორი, რუმსი და იბისი, ავერსის კლინიკა, ლენდ როვერისა და იაგურის ცენტრი, დეველოპერული კომპანია M2, VR ჰოლდინგი, ტერასა ჯგუფი, დომუს დეველოპმენტი და ნექსთი, თბილისის განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სხვა.
„მივესალმებით „იმპოსტის“ ჰოლდინგურ ჯგუფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ჯგუფის 17 წლიანი გამოცდილება და კვალიფიკაცია კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ხარისხიანად შეასრულოს სამუშაოები დათქმულ ვადებში და ამ გზით შექმნას უსაფრთხო და კომფორტული გარემო, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.