გალტ & თაგარტის 26–30 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები გაიაფდა, წინა კვირასთან შედარებით. ყველაზე მეტი – 2,51% – თიბისი ბანკის ჯგუფმა დაკარგა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 66.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.07% წინა კვირასთან შედარებით და +11.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 138 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 65.15 - 68.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.51% წინა კვირასთან შედარებით და - 5.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 250 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.00 - 47.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 18.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.47% წინა კვირასთან შედარებით და +15.68% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 164 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.44 - 19.62 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.