საქსტატის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.51 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.7%), ხილი და ყურძენი (8.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8%), თევზეული (1.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9%), პური და პურპროდუქტები (0.6%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.6%), ზეთი და ცხიმი (-0.1 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.05 პ.პ. შეადგინა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ღამის გასათევით მომსახურებაზე (7.2%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.03 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (1.5%), ისე ტანსაცმლის (0.4%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.12 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3%).

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2025 წლის მაისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.82 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (22.5%), ბოსტნეული და ბაღჩეული (17.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.5%), პური და პურპროდუქტები (8.4%), თევზეული (6.9%), რძე, ყველი და კვერცხი (6.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.7%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.2%), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.3%) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6%) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რაც 0.29 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20.7%), დაზღვევა (8.7%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (2.7%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.54 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-7.4%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7%).