თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამართა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის გუნდმა გლობალური ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და საცხოვრებელი უძრავი ქონების, ტურიზმისა და ლოგისტიკის სექტორების განვითარების მოლოდინები წარადგინა.

ღონისძიების მიზანი პარტნიორებისთვის თიბისიკაპიტალის უახლესი მაკროეკონომიკური და სექტორულიშეფასებების გაზიარება იყო. როგორც საინვესტიციობანკი და ეკონომიკური მრჩეველი, თიბისი კაპიტალირეგულარულად ამზადებს კვლევებსა და ანალიტიკურ მიმოხილვებს, რომლებიც ბიზნესს, ინვესტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეკონომიკური გარემოს შეფასებასა დაინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაშიეხმარება.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილული ძირითადი თემები იყო მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებიდა მათი გავლენა გლობალურ ბაზრებზე, საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების, ტურიზმისა და ლოგისტიკის სექტორებში არსებული ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმგლობალურ და ადგილობრივ ფაქტორებს, რომლები ცგავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და საინვესტიციო გარემოზე.

თიბისი კაპიტალი საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კორპორატიულ, ინსტიტუციურ და საერთაშორისო პარტნიორებს საინვესტიციო ბანკინგის, საბროკერო, კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მაკროეკონომიკური, სექტორულიდა კაპიტალის ბაზრის კვლევები წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ საფუძველს ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეკონომიკური გარემოს შეფასებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.