პრილში „თეატრი სახელოსნო 42“-ის რეპერტუარს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატება. „იატაკქვეშეთის ადამიანი“ (ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების „წერილები იატაკქვეშეთიდან“ მიხედვით) ერთი უბრალო, უსახელო ადამიანის იზოლირებულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს:
ის არ არის გმირი. ის არ ითხოვს თანაგრძნობას. ის უბრალოდ არსებობს — იატაკქვეშეთში, ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეში.
ფიოდორ დოსტოევსკის ერთდროულად შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი ტექსტი მოგზაურობაა ადამიანური ფსიქიკის სიღრმეში — სარკასტული მონოლოგი, რომელიც დროის ზღვარს სცდება და კითხვას გვიტოვებს: ვინ ვართ სინამდვილეში, როცა აღარავინ გვადევნებს თვალს?
დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე
მონაწილეობენ: ნიკა კუჭავა, ნინი ლორთქიფანიძე
პრემიერა შედგება 2026 წლის 7, 8, 15 და 22 აპრილს.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ორ პლატფორმაზე: tkt.ge და biletebi.ge.
სეზონის გენერალური სპონსორია Visa X TBC Concept.













