2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა - ახლო აღმოსავლეთის კონფლი...
უფრო სტრუქტურული
განახლების კუთხით, 2025 წელს,
თიბისი კაპიტალის
მოლოდინების შესაბამისად,
საქართველოს მიმდინარე
ანგარიშის პროფიციტმა,
რეინვესტირებული
შემოსავლების
გამორიცხვით, 82 მილიონი აშშ
დოლარი შეადგინა, რაც
მშპ-ის 0.2%-ია. მართალია,
მოცულობა უმნიშვნელოა,
თუმცა ეს ფაქტი იმითაა
აღსანიშნავი, რომ
მიმდინარე ანგარიშის
დადებითი ბალანსი
ქვეყანაში პირველად
დაფიქსირდა. პრაქტიკული
თვალსაზრისით, მიმდინარე
ანგარიშის პროფიციტი
ნიშნავს, რომ საქართველო
დანარჩენი მსოფლიოს
მიმართ წმინდა კრედიტორი
გახდა, ანუ გასულ წელს
უცხოურ ვალუტაში
რეზიდენტების შემოსავლები
ხარჯებს აღემატებოდა.
მიმდინარე ანგარიში
სწორედ ამ ბალანსს ასახავს
- ქვეყანა მეტ შემოსავალს
იღებს თუ მეტს ხარჯავს
დანარჩენ მსოფლიოსთან
საგარეო ვაჭრობისა და
ფულადი ნაკადების (მათ
შორის, ფულადი გზავნილები,
შრომის ანაზღაურება,
დივიდენდები,
რეინვესტიცია, საპროცენტო
ხარჯები) ჭრილში.
სარკისებური პრინციპით,
ფინანსური ანგარიში
მიუთითებს, თუ როგორ
დაიხარჯა პროფიციტი
საზღვარგარეთ ან როგორ
დაფინანსდა დეფიციტი
საზღვარგარეთიდან
(მაგალითად, პირდაპირი ან
პორტფელური ინვესტიციების
გზით).2025 წლამდე მიმდინარე
ანგარიშის სეზონურად
შესწორებული პროფიციტი
მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის
მესამე კვარტალში
ფიქსირდებოდა,
რუსეთ-უკრაინის ომის
დაწყებიდან მალევე. 2025 წელს
კი მიმდინარე ანგარიშის
ბალანსი მეორე კვარტლიდან
ზედიზედ სამი კვარტლის
განმავლობაში იყო
დადებითი. აღნიშნული გასულ
წელს ლარის გაცვლითი
კურსის ერთ-ერთ ძირითად
მხარდამჭერ ფაქტორს
წარმოადგენდა, როგორც ეს
არაერთხელ იყო ხაზგასმული
თიბისი კაპიტალის
პუბლიკაციებში. გარდა
ამისა, წლის დასაწყისში
სავალუტო ბაზარზე
არსებული სიჭარბე ახლო
აღმოსავლეთში
განვითარებული მოვლენების
ფონზე ლარის მიმდინარე
სტაბილურობასაც
მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს. რამ გამოიწვია
საგარეო ბალანსის
გაუმჯობესება? სავალუტო
გადინებების მხრივ,
ყველაზე მსხვილი
კომპონენტები - საქონლისა
და მომსახურების იმპორტი,
დივიდენდები და
საპროცენტო ხარჯები -
მშპ-სთან მიმართებით
შემცირდა 2024 წელს მშპ-ის
50.4%-დან 47.8%-მდე.
შემოდინებების მხრივ, ICT
სექტორის მომსახურების
ექსპორტი მნიშვნელოვნად
გაიზარდა (მშპ-ის 1.8%-დან
2.8%-მდე), ხოლო ყველაზე
მსხვილი ნაკადები -
საქონლის ექსპორტი,
ტურიზმიდან შემოსავლები
და ფულადი გზავნილები -
მხოლოდ მცირედით შენელდა
(მშპ-ის 46.1%-დან 45.2%-მდე).რაც
შეეხება ფინანსურ
ანგარიშს, პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები,
რეინვესტირებული
შემოსავლების გარეშე, 2025
წელსაც, წინა წლების
მსგავსად, დაბალ ნიშნულზე
დარჩა (მშპ-ის 0.8%).
რეინვესტიციის ჩათვლით,
პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების ძირითადი
წყარო ევროკავშირი იყო (31%),
რომელსაც გაერთიანებული
სამეფო (20%) და თურქეთი (11%)
მოსდევდა. სექტორულ ჭრილში,
მაღალი ხვედრითი წილი
საფინანსო და სადაზღვევო
საქმიანობებს (36%), უძრავ
ქონებასა (11%) და ლოჯისტიკას
(10%) ეკავა. პორტფელური
ინვესტიციების მხრივ,
საქართველოს რეზიდენტების
მიერ უცხოური აქტივების
შეძენის ბოლოდროინდელი
ტენდენციაგრძელდება.
დეკემბრის მდგომარეობით,
რეზიდენტების
მფლობელობაში 4.8 მილიარდი
აშშ დოლარის ღირებულების
აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს
შეადგენს. ამასთან,
გარკვეულწილად შეცვლილია
სტრუქტურა: თუ 2024 წელს
ყველაზე დიდი წილი
კომერციული ბანკების მიერ
სავალო ფასიანი
ქაღალდების შეძენაზე
მოდიოდა, 2025 წელს კერძო
სექტორის (ბანკების გარეშე)
შესყიდვები გააქტიურდა,
როგორც კოტირებული,
აგრეთვე საინვესტიციო
ფონდების აქციების
კუთხით.ამავდროულად, 2025
წელს შემცირდა ჯამურად
ქვეყნის მიერ აღებული
წმინდა ვალის მოცულობა,
პირველად 2013 წლის შემდეგ,
რაც კერძო სექტორის
დავალიანების კლებით იყო
განპირობებული, ხოლო
მთავრობის ვალი მცირედით
გაიზარდა.აღნიშნული
ტენდენციების ფონზე,
მთლიანი სავალუტო
რეზერვები 2025 წელს 1.7
მილიარდი აშშ დოლარით
გაიზარდა, საიდანაც 500
მილიონი აშშ დოლარი ოქროს
ფასის მატებაზე მოდიოდა.
ზრდა 2026 წლის საწყის ორ
თვეშიც გაგრძელდა,
დამატებით 500 მილიონი აშშ
დოლარის მოცულობით, თუმცა
მარტში რეზერვები 343
მილიონი აშშ დოლარით
შემცირდა, ნაწილობრივ
ოქროს ფასის ამჯერად უკვე
კლების გამო. მარტის
ბოლოსთვის, წმინდა
სავალუტო რეზერვებმა,
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის ნასესხობის
სპეციალური უფლების
გარეშე (475 მილიონი აშშ
დოლარი), ჩვენი შეფასებით, 3.5
მილიარდი აშშ დოლარი
შეადგინა, რაც წლიურად 204%-ით
არის გაზრდილი.იხილეთ
პუბლიკაციის სრული ვერსია
შემდეგ
ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007473-macro-update-georgia
1775650027