2025 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ₾1.4 მლრდ (1 411 მილიონი ლარი) შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი შეადგინა (2024 წელს ეს მაჩვენებელი 127 მილიონ ლარს შეადგენდა). სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია
2025 წელს (2023–2025 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით) 785 361 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 151 835 პოლისი იყო გაყიდული.
2025 წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე "თიბისი" (260 მლნ.ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „ჯიპიაი“ (251 მლნ. ლარი). მესამე ადგილზე კომპანია “ალდაგი“ (228 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა “იმედი L” (133 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია "არდი" (105 მლნ ლარი) იკავებს.
ანალოგიურ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაი“ (156 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა "თიბისი" (117 მლნ ლარი), მესამეზე კი ალდაგი“ (102 მლნ ლარი) იკავებს. მეოთხე ადგილს " იმედი L" (84 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთე ადგილს კი “არდი” (65 მლნ ლარი).
2025 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 144.8 მილიონი ლარით და ბაზრის 24% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია "იმედი L" – 112.8 მლნ ლარით (ბაზრის 19%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია "არდი" - 91.8 მლნ ლარით (ბაზრის 15%), მეოთხე ადგილზე "თიბისი" იყო - 62.6 მლნ ლარი (ბაზრის 10%), მეხუთე ადგილზე კი "ბენეფიტი" – 46.6 მლნ ლარი (ბაზრის 8%).
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 80.8 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 27% უჭირავს. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 68 მლნ ლარით (ბაზრის 23%), ხოლო მესამეზე კი “ჯიპიაი” 44.6 მლნ ლარით (ბაზრის 15%).
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 158 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 70.2 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 44% მოდის. მეორე ადგილზეა „თიბისი“ 31.1 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე "ჯიპიაი ჰოლდინგი" 18.7 მლნ. ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 129 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 1 წლის განმავლობაში 60.3 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 47% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 37.5 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი "ჯიპიაი" - 9.8 მილიონი ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 32 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი “ალდაგს” უჭირავს - 14.3 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 45%, მეორე ადგილზე “ჯიპიაი” 5.9 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას “თიბისი” იკავებს - 3.4 მილიონი ლარით.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.












