საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიყოთ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურა ვაჭარაძე აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, 2026 წლის რთველში საპროგნოზო მაჩვენებლით, ყურძნის რაოდენობა 300 ათას ტონას გადააჭარბებს.

„2026 წელს, რთველში უხვ მოსავალს ველოდებით. საპროგნოზო მაჩვენებლით, ყურძნის რაოდენობა 300 ათას ტონას გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაკრეფა დაიწყოს ყურძნის ტექნიკურ სიმწიფეში შესვლის შემდეგ. საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიყოთ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ხარისხიანი ღვინო კი მიიღება მხოლოდ ტექნიკურ სიმწიფეში შესული ყურძნიდან. მეღვინეობის დარგის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ერთად უნდა ვიზრუნოთ ყურძნის ხარისხზე, რათა 2026 წლის მოსავლიდან მივიღოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქართული ღვინის პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე", - აცხადებს ზურა ვაჭარაძე.