საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკრივრებისთვის, ჩვენ დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ დღეს დაანონსა, რომ საქართველოში ახალი სტადიონი აშენდება.