საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუჯინ რუგენაათმა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ენერგეტიკა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა)

განხილულ იქნა ეკონომიკური ზრდისა და სწორი ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურული პროექტებთან მიმართებით ბანკთან თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი,  ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვისა და საბიუჯეტო დეპარტამენტების ხელმძღვანელები  ირაკლი კაჭარავა და ნათია გულუა.