ჩვენ ვფიქრობთ, საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმაგანაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში საბანკო სექტორი საკმაოდ დიდი მომგებიანობის შემომტანია და ამ კუთხით აქტივების ხარისხი საკმაოდ მაღალია.
"საქართველოში 2 ბანკი - მათ შორის, "საქართველოს ბანკი" და TBC საკმაოდ კარგად ართმევს თავს სიტუაციას, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რისკები, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად, არასაბანკო სესხებთან, მაგალითად, უძრავი ქონების, დეველოპერების მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთი სივრცეა და რომელიც მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა", - აცხადებს ენდრიუ ჯუველი.
წყარო: BP.GE













