საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი და თიბისის ბრენდ ამბასადორი - ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს - ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე.

UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს.

ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ამერიკელთან ტიტულის პირველდაცვას შეეცდება.

მთავარი ბრძოლა არა მხოლოდ საჩემპიონო ქამრის დაცვაა, არამედ სპორტის ისტორიის ნაწილი, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში. თიბისისთვის განსაკუთრებით საამაყოა პარტნიორობა ადამიანთან, რომელიც მიზანდასახულობით, გამბედაობითა და მუდმივი განვითარების სურვილით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

ილიასთვის ეს ბრძოლა ჩვეულებრივი სატიტულო დაცვა არ არის - სპორტული, ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა მის კარიერაში.

საზღვრები იმისთვის არსებობს, რომ გადალახო, მუდმივად განვითარდე, ახალი შესაძლებლობები დაინახო და მიზნისკენ ჯიუტად და თავდაჯერებულად იარო - სწორედ, ამ ღირებულებებზე დგას თიბისის და ილიას პარტნიორობა. ეს ბრძოლა კი, ილიასთვის მორიგი შესაძლებლობაა, საკუთარი მიზანდასწრაფულობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ დაამტკიცოს.