გსურს, მიიღო უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება, განვითარდე ტექნოლოგიების მიმართულებით ან შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი? საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივები სხვადასხვა ინტერესისა და მიზნის მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები - საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზეგანაცხადების მიღება დაიწყო:

თუ ბაკალავრიატზე სწავლობ - გაეცანისაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას

საქართველოს ბანკი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. თუ სწავლის გაგრძელება და აკადემიური მიზნების მიღწევა გსურს, გაეცანი პროგრამის პირობებს და შეავსე განაცხადი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

თუ არქიტექტურა გაინტერესებს - აღმოაჩინეგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია

მომავალი არქიტექტორებისთვის შექმნილი პროგრამა სტუდენტებს ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მონაწილეობის პირობების გასაცნობად ეწვიე ვებგვერდს.

თუ ხელოვნური ინტელექტი გაინტერესებს - გაეცანი AI სტიპენდიას გოგოებისთვის

ტექნოლოგიები ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალურ AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღებასა და განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს.

თუ ახალი პროფესიის შესწავლა ან პრაქტიკულიუნარების განვითარება გსურს - გაეცანიპროფესიული განათლების პროგრამებს

საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებითაც ქმნის შესაძლებლობებს. პროფესიული აკადემიების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს პარტნიორ აკადემიებში ახალი პროფესიების სრული დაფინანსებით შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამაზე რეგისტრაცია მალე დაიწყება.

ამასთან, სკოლის მოსწავლეებს პარტნიორ აკადემიებში სხვადასხვა მიმართულების კურსებზე სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსების მიღება შეუძლიათ. მიმართულებებს შორისაა ვებპროგრამირება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, IT პროექტების მართვა, პროგრამირების საფუძვლები და ხელოვნური ინტელექტი. განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიესაქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების გვერდს.

თუ ტექნოლოგიებისა და კრეატიულიინდუსტრიების აღმოჩენა გსურს - აღმოაჩინეTUMO ქუთაისი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გახსნილი TUMO ქუთაისი 12-18 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ცენტრში ახალგაზრდებს შეუძლიათ, ისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება და სხვა მიმართულებები.

საქართველოს ბანკისთვის განათლებისმხარდაჭერა ადამიანებისთვის საკუთარიინტერესების აღმოჩენისა და განვითარებისშესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობებისშესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებადეწვიე ვებგვერდს ganatleba.bog.ge.