საქართველოს ბიზნეს ასოციაციას დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფი“ შეუერთდა.

„მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც უკვე 13 წელია თბილისში თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის. ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელი 10 წარმატებით დასრულებულ და ექსპლუატაციაში შესულ პროექტს აერთიანებს.

„მონოლით ჯგუფის“ საქმიანობის მთავარი პრინციპები სანდოობა, პროექტების დროული ჩაბარება და მომხმარებლის მაღალი ნდობაა. კომპანია თითოეული პროექტის დაწყებამდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ლოკაციის სწორად შერჩევას, ირჩევს მოთხოვნად, პერსპექტიულ და კომფორტულ უბნებს, სადაც ცხოვრების ხარისხი და საინვესტიციო ღირებულება მუდმივად იზრდება.

„მივესალმებით „მონოლით ჯგუფის“ გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიამ 13-წლიანი წარმატებული საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის სანდო და სტაბილური პარტნიორი როგორც მობინადრეებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალაა და დარწმუნებულნი ვართ, „მონოლით ჯგუფის“ გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაში“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.