ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
მისი განმარტებით, კარგად
რომ გავიაზროთ, რასთან
გვაქვს საქმე,
„საქართველოს
ენერგეტიკისა
დაწყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის”
წინაშე უნდა დაისვას მთელი
რიგი კითხვები, რომლებზე
პასუხებიც დროულად უნდა
მიიღოს საზოგადოებამ და
შემდგომ განსაჯოს,
რამდენად აუცილებელია და
რამდენად სამართლიანი
იქნება ბუნებრივ აირსა და
წყალზე სამომხარებლო
ტარიფების
“გადახედვა”.თემურ
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ
აზერბაიჯანიდან ბუნებრივი
აირის იმპორტის სქემაში,
უკვე წლებია, სრულიად
არაბუნებრივად არის
ჩართული რამდენიმე
საშუამავლო კომპანია.“მე
მივესალმები საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებას,
ელექტროენრგიის იმპორტის
სქემიდან საშუამავლო
კომპანიების “ჩახსნის”
თაობაზე. მაგრამ აქვე
მიჩნდება კითხვა - თუ ასეთი
ტიპის გადაწყვეტილება
მიღებულია
ელექტროინერგიის იმპორტის
კონტექსტში, რატომ არ უნდა
გავრცელდეს იგივე მიდგომა
ბუნებრივი აირის იმპორტის
შემთხვევაში? - მით უფრო, რომ
ბუნებრივი აირის
იმპორტიდან ამ ზედმეტი
რგოლების ამოყრის
შემთხვევაში
(ელექტროენერგიის
კონტექსტიდან
განსხვავებით), რეალური
შანსი ჩნდება, რომ ამ
ნაბიჯმა ბუნებრივი აირის
სამომხმარებლო ფასის
შემცირებაც კი
გამოიწვიოს. და,
რაც პირველ რიგში კიუნდა
გაუქმდეს მაშინდელი
ენერგეტიკის მინისტრის
მიერ შეგნებულად
არასწორად გამოცემული, 2008
წლის 24 ივლისის #73 ბრძანება
ბუნებრივი აირის
დერეგულაციაზე, რამაც
გამოიწვია საშუამავლო
კომპანიების გაჩენა.გარდა
ამისა, აუცილებლად
გასათვალისწინებელია
გაცვლითი კურსის
კონტექსტიც - საზოგადოებამ
უნდა იცოდეს, რა კურსზეა
დათვლილი ბუნებრივი აირის
დღეს მოქმედი ტარიფი და რა
კურსზე გეგმავს სემეკი მის
დათვლას 2027 წლიდან, იმის
გათვალისწინებით, რომ დღეს
სავალუტო ტაბლოზე 1 დოლარის
ფასი მაქსიმუმ 2,6 ლარია,
სავალუტო რეზერვები
ისტოიულ მაქსიმუმამდეა
შევსებული და არც ეროვნული
ბანკი ელის ეროვნული
ვალუტის გაუფასურებას
საშუალო და გრძელვადიან
პერსპექტივაში.მიმაჩნია,
რომ
ამ სამი უმნიშვნელოვანესი
კომპონენტის
გათვალისწინება
აუცილებელია და
სამართლიანი
გადაწყვეტილების
შემთხვევაში, ბუნებრივი
აირის სამომხმარებლო
ფასის
შემცირების ტენდენციაც
დაფიქსირდება”, - აცხადებს
ენერგეტიკოსი.“არანაკლებ
მნიშვნელოვნად მივიჩნევ
დედაქალაქში წყლის
არსებული ტარიფის
საკითხსაც და აქაც ვხედავ
მისი გაიაფების
მნიშვნელოვან
შესაძლებლობას. მანამდე კი
პასუხები უნდა მივიღოთ
შემდეგ კითხვებზე:ა) რამდენ
ლარს შეადგენს
დედაქალაქისთვის
“ჯივიპის” მიერ
მიწოდებული წყლის
თვითღირებულება და რა
მეთოდით (ფორმულით) ხდება
მისი გამოთვლა?ბ)
მიმიდინარე მომენტისთვის
შესრულებული აქვს თუ არა
“ჯივიპის” უკლებლივ ყველა
საინვესტიციო ვალდებულება
(მათ შორის, პრეზიდენტის 2008
წლის 10 აპრილის 245
განკარგულებით
განსაზღვრული 100 მლნ აშშ
დოლარის მოცულობის
ინვესტიცია?გ) ფიქრობს თუ
არა სემეკი რომ
მოსახლეობის
ინტერესებიდან
გამომდინარე აუცილებელია,
როგორც ელექტროენერგიის,
ისე ბუნებრივი აირისა და
წყლის მიწოდების
შემთხვევაში, დაინერგოს
ყველა ტიპის
მომხმარებელთან პირდაპირი
ხელშეკრულების გაფორმების
პრაქტიკა, სადაც
დაწვრილებით იქნება
გაწერილი ის
ვალდებულებები, რაც
გამანაწილებელ კომპანიებს
(პრაქტიკულად ბუნებრივ
მონოპოლისტებს)
დაეკისრებათ პროდუქტის
მიწოდების წყვეტის ან/და
მისი
არსაათანადო კონდინციით
მიწოდების დადგენილ
შემთხვევებში”? - კითხულობს
ენერგეტიკოსი.თემურ
ჭიჭინაძის განცხადებით,
მან ამ და კიდევ სხვა
კითხვებით უკვე მიმართა
როგორც ეკონომიკის და
მდგრადი განვითარების
სამინისტროს, ისევე სემეკს,
და “თელასს” და მათგან
პასუხების მიღების
კვალდაკვალ გეგმავს
გაასაჯაროვოს მისი
მიგნებები, თუ კონკრეტულად
რა ნაბიჯებია
გადასადგმელი საიმისოდ,
რომ ბუნებრივი აირზე
სამომხმარებლო ფასები
შემცირდეს და ასევე
გაიაფდეს წყალი
დედაქალაქში. ამ ორ
პროდუქტზე ფასის
შემცირების შესაძლებლობა
რეალურია”, - ამბობს
ენერგეტიკოსი.იგი ასევე
განმარტავს, რომ ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან და
აუცილებლად გადასაჭრელ
საკითხად მიაჩნია, სამივე
მიმართულებით
(ელექტროენერგია, წყალი,
ბუნებრივი აირი)
კომპანიების დედაქალაქის
მომხმარებლებთან
პირდაპირი ხელშეკრულების
გაფორმების
დავალდებულება.“ასეთ
შემთხვევაში, მოისპობა ის
მახინჯი პრაქტიკა, როცა
მომხმარებელი ცალმხრივად
არის ვალდებული
გადაიხადოს მიწოდებული
პროდუქტის დადგენილი
ღირებულება, ხოლო
კომპანიები არაფრით არიან
მათ წინაშე ვალდებულნი,
პროდუქტის მიწოდების
წყვეტის, ან უხარისხო
პროდუქტის მიწოდების
(რასაც შინამეურნეობების
მთელი რიგი მნიშვნელოვანი
დაზიანებების გამოწვევა
შეუძლია)
შემთხვევებში.ენერგომატარებლებით
მოსახლეობის უზრუნლყოფის
საქმეში ინდივიდუალური
/პირდაპირი/
ხელშეკრულებების
ვალდებულების პრაქტიკის
დანერგვა მომხმარებელთა
უფლებების დაცვის
სტანდარტს ცალსახად
გააუმჯობესებს და ეს ჯერ
კიდევ დიდი ხნის წინ უნდა
ყოფილიყო მოთხოვნილი
სემეკის მხრიდან”, -
მიაჩნია თემურ
ჭიჭინაძეს.“ერთ-ერთი
მთავარი გამოწვევა
სადღეისოდ კი კიდევ ის
არის, რომ აუცილებლად და
გადაუდებლად უნდა
განხორციელდეს ობიექტური
სახელმწიფო და
საზოგადოებრივი
მონიტორინგი, კომპანიათა
მხრიდან
საინვესტიციო ვალდებულებების
შესრულებაზე, რათა
მოსახლეობა არ
ენერგომატარებლებზე
უსასრულოდ არ იხდიდეს იმ
უსამართლო ტარიფებს, რაც
წინა ხელისულებამ
(ნოღაიდელი,
ხეთაგურის (თვით)შემოქმედებით)
დაგვიდგინა“, - დასძენს
ენერგეტიკოსი.commersant.ge