გამოკითხვა – ეთანხმებით თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისების დაკანონებას?
1781857227
შეხვედრის მონაწილეებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს, სატარიფო რეგულირებისა და ენერგეტიკის სექტორში რეგიონული თანამშრომლობის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ.გიორგი ფანგანთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა.შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და თურქეთის რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა, საზღვრისპირა კავშირებისა და სუფთა ენერგიის გარდამავალი პრიორიტეტების დაკავშირება. ინიციატივა მხარს უჭერს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას.EU4Energy-ის მესამე ფაზა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ურთიერთდაკავშირებულ, უსაფრთხო, მდგრად და დაბალი ემისიების მქონე ენერგოსისტემებზე დაჩქარებულ გადასვლას.
1781865016
ღონისძიება აერთიანებს ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც განიხილავენ ფინანსური ინფრასტრუქტურის, გადახდების, ციფრული ინოვაციური ტექნოლოგიების, მონაცემთა გაცვლისა და ფინანსური სისტემების ეფექტიანობის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს.პანელურ დისკუსიაში ეკატერინე გალდავამ ვრცლად ისაუბრა გადახდის სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ISO 20022-ის სტანდარტების დანერგვასა და მყისიერი გადახდების ეკოსისტემის შექმნაზე.დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ვირტუალური აქტივების ეკოსისტემასთან დაკავშირებული რეგულირების, ზედამხედველობისა და ტექნოლოგიური განვითარების საკითხები განიხილეს. ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა ვირტუალური აქტივების სექტორის რეგულირების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირება თავდაპირველად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) მოთხოვნების დანერგვით დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლიდან სექტორზე პრუდენციული ზედამხედველობაც გავრცელდა, რაც ბაზრის რისკების ეფექტიანი მართვისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაძლიერებისკენ არის მიმართული.დისკუსიის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსური სისტემების მომავალზე, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტის გამოყენების შესაძლებლობებსა და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციას, ამავდროულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სანდოობას, გამჭვირვალობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.ღონისძიებაში ეკატერინე გალდავასთან ერთად ასევე მონაწილეობდა სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე. შეხვედრებისა და დისკუსიების ფარგლებში სებ-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებს გააცნეს საქართველოს გამოცდილება გადახდების სფეროში მიმდინარე რეფორმების, საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეგულირების მიმართულებით, რაც ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე გაზიარებას უწყობს ხელს.
1781863268
"მაღალ ინფლაციური და დაბალ ინფლაციური რისკის სცენარები არსებული მდგომარეობით ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია. თუმცა გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი გაურკვევლობა და რისკი არსებობს. თუ აღნიშნული მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, მოსალოდნელია ნავთობის ფასების ზრდის გაგრძელება, რაც დამატებით ინფლაციურ ზეწოლას შექმნის და 3%-დან გადახრილი ინფლაცია ხანგრძლივად შენარჩუნდება. ასეთ შემთხვევაში, თუ რისკი რეალიზდა, მონეტარული პოლიტიკის რეაგირებაც შესაბამისი იქნება - მოსალოდნელია უფრო მაღალი მონეტარული პოლიტიკის ტრაექტორია. ამასთან, ჩვენ დაბალ ინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობასაც ვხედავთ. ტენდენციები აჩვენებს, რომ მიუხედავად ძლიერი საგარეო შოკისა, საქართველოს საგარეო ბალანსი საკმაოდ ძლიერია. ბოლო მონაცემებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 15%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა", – აღნიშნავს სებ-ის წარმომადგენელი.თამთა სოფრომაძე ეკონომიკური ზრდის ტემპსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ გაზრდილი მაჩვენებელი ძირითადად მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდითაა განპირობებული."ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 8.3%-ს შეადგენს, რაც ძირითადად მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორიცაა IT სექტორი. რადგან ეკონომიკური ზრდა სწორედ მაღალპროდუქტიული სექტორებიდან მომდინარეობს, ეს დამატებით ჭარბი მოთხოვნიდან ფასებზე ზეწოლადს არ ქმნის და ამავდროულად, საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესებასაც განაპირობებს", - აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.თამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე შენარჩუნდა, მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა."მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მთავარი მოტივი საქართველოში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-თან ახლოს უნდა იყოს. მოკლევადიან პერიოდში, საგარეო შოკების გავლენით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს", - აცხადებს სებ-ის წარმომადგენელი.წყარო: „ბიზნესპარტნიორი“
1781860727
ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეღვინეებს აერთიანებს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასიც, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოები. მასტერკლასს მედიის, კომერციული და HoReCa სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კომპანიას „Swirl Wine Group” უძღვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 125 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.
1781860634
2026 წლის აპრილთან შედარებით ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.6 პროცენტი), რამაც 0.5 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 4.8 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა.12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.7 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.2 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.5 პროცენტი) და სასმელებზე (4.0 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
1781860115
ბიზნესმენ არსენ კუტალაძის მეუღლის, მარინე წამალაიძის განცხადებით, სამწუხაროდ, არსენ კუტალაძის საქმე გამოუძიებელი საქმეების რიცხვს განეკუთვნება და გამოთქვამს იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პირადად დაინტერესდება საქმის მიმდინარეობითა და დასახელებული გავლენებით. არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომელიც პასუხს გასცემდა 7 წლის წინ, 2019 წლის 9 იანვარს არსენ კუტალაძის დაღუპვის არსებული ვერსიის დამაჯერებლობას - ჯერ კიდევ, არაერთი გარემოების შესწავლის შედეგად, დასადგენია, არსენ კუტალაძის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა თუ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ მკვლელობას და არა - უბედურ შემთხვევას. ოჯახის განცხადებით, არავითარი ძალისხმევა, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა იმისთვის, რომ სახელმწიფოს რეალური დამნაშავეები და პასუხისმგებელი პირები გამოევლინა, მისცემოდა ფაქტებს სწორი სამართლებრივი შეფასება და აღსრულებულიყო სამართალიბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილება დაინტერესებული არ არის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა უზრუნველყოს. 2019 წლიდან - დღემდე, რეაგირების გარეშე რჩება ადვოკატების მიმართვები და მოთხოვნები. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონებს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები, მაგრამ დღემდე საქართველოს პროკურატურა არსენ კუტალაძის მეუღლის - მარინე წამალაიძის არც დაზარალებულად ცნობას ახდენს და არც სისხლის სამართლის საქმეზე რეალური წინსვლითაა დაინტერესებული.„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2019 წლის 9 იანვარს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. ვინაიდან გამოძიება მუშაობს თვითმკვლელობამდე მიყვანის გარემოებების შესწავლაზე, არსებობს არაერთი წინააღმდეგობრივი ფაქტი, სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი არ არის. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებში ნახსენებია ნემსი, რომლითაც არსენ კუტალაძის სხეულში, სავარაუდოდ მოხდა ინექციის გაკეთება, მაგრამ მტკიცებულების სახით იგი მოძიებული და საქმეზე დამაგრებული არ არის. ეს ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, ვინაიდან აღნიშნულ ნივთზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნით შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, თუ ვის ჰქონდა შემხებლობა ნივთთან. დადგენილი არ არის, თუ რა ტევადობის ე.წ. „შპრიცთან“ გვაქვს საქმე და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მასში მოთავსებული ყოფილიყო იმ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი. დადგენილია, რომ არსენ კუტალაძის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტები მხრის და გულმკერდის არეში. აღნიშნული ფაქტის ერთდროულობა მიუთითებს, რომ არსენ კუტალაძეს თავისი ნების შესაბამისად არ მოუხდენია ნარკოტიკული საშუალების მიღება. ამდენად, თუ რა მოხდა 2019 წლის 9 იანვრის დილიდან, ვიდრე არსენ კუტალაძეს საღამოს გარდაცვლილს იპოვიდნენ, სისხლის სამართლის საქმეზე შემდგომი ახალი დასკვნების საფუძველი უნდა გახდეს. შესაბამისად, გარდაცვალების ადგილის მხოლოდ ფორმალური დათვალიერება, შეუძლებელია გამოდგეს იმ მტკიცების საფუძვლად, რომ არსენ კუტალაძემ თავისი ნების შესაბამისად მოიხმარა სხეულში აღმოჩენილი 1915 მგ. მეთადონი.წარმოდგენილი საქმის მთლიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოუძიებელია და ღია კითხვებს აჩენს. მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე ყველა მოწმის ხელახალი გამოკითხვა იმ კუთხით, რომ დადგინდეს შემთხვევის დღეს მათი გადაადგილების და მოქმედების გეგმა. ასევე კონტაქტები, შესაბამისი ანძების მითითებით, ამოღებულ უნდა იქნეს მათ მობილურ ტელეფონებზე განხორციელებული შემავალ/გამავალი ზარების ნუსხა, უნდა დაისვას კითხვები შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთმტკიცებების დაკარგვასთან თუ განადგურებასთან დაკავშირებითაც. მოწმეთა მიერ მიღებული ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს ყველა შესაბამისი საგამოძიებო ექსპერტიმენტი.
1781857894
ნათია ჯანაშიამ საკუთარი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძეც შეცდომაში შეიყვანა...
1781679776
რატომ ვერ მოხვდა 60 მილიონიანი ქონებით ნათია ჯანაშია „ფორბსის“ უმდიდრე...
1781000874
ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში გაფლანგული მილიონები - რა საქმე მ...
1780897961
"ნათია ჯანაშიამ დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ მისი მიზანი გაყიდული აკა...
1781175859
ლიეტუვა გახდა ნატოს პირველი ქვეყანა, რომელიც მშპ-ს 5%-ზე მეტს თავდაცვა...
1780667680












