მსოფლიო ბანკი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.  

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სომხეთისთვის 5.6%-მდე გაიზარდა.  ამასთან, მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი  1.2%-მდე შეამცირა. 

მსოფლიო ბანკის 2026 წლის პროგნოზები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის ასე გამოიყურება: მოლდოვა -  1.9%, უკრაინა 1.2%, ყაზახეთი - 4.6%, რუსეთი - 0.8%, თურქეთი -  2.8%.