რუსეთის სიდიდით მეორე სახელმწიფო ბანკი, VTB, Wildberries & Russ-ის საანგარიშსწორებო ბანკში (RWB) 5%-იან წილს იძენს, ბანკში თავისი წილის გაზრდის პოტენციური ოფციით, განაცხადეს RWB-მ და VTB-მ.
„შეთანხმების შედეგად, ვითიბი WB Bank-ში (Wildberries Bank) 5%-იან წილს იძენს თავისი წილის გაზრდის პოტენციური ოფციით. WB Bank, რომელიც RWB ჯგუფის ნაწილია, VTB-ის ინფრასტრუქტურაზე - საცალო ფილიალებზე, ბანკომატების ქსელზე, საინვესტიციო და სხვა პროდუქტებზე, ასევე იპოთეკურ სესხებზე წვდომას იღებს თავისი კლიენტებისთვის“, - იტყობინება RWB-ის პრესსამსახური.
გასულ წელს, გეორგი გორშკოვი, რომელმაც VTB დატოვა, Wildberries Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
„ეს გარიგება რუსეთში პირველი პირდაპირი თანამშრომლობის დაწყებას აღნიშნავს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტსა და ელექტრონული კომერციის სეგმენტის წამყვან მოთამაშეს შორის“, - განაცხადა VTB-მ.
„პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება საცალო ბიზნესის ერთობლივ განვითარებაზე, ახალი პროდუქტების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე მოწინავე ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ეს საშუალებას მისცემს ვითიბი ბანკს, გააძლიეროს თავისი ბიზნეს ინფრასტრუქტურა ელექტრონული კომერციის მთავარ პლატფორმასთან პარტნიორობის გზით“, - ნათქვამია სახელმწიფო ბანკის განცხადებაში.













