აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და იაპონურმა კომპანია Yokogawa Electric Corporation-მა პოტენციური თანამშრომლობის შესწავლის მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი მოეწერა შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტები ანარ მამედოვი და ბაბეკ ჰუსეინოვი, ასევე Yokogawa Electric Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტი და Yokogawa Europe B.V.-ის აღმასრულებელი დირექტორი სეიტა ჰაგიჰარა.

შეხვედრაზე აღინიშნა წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფო კომისიის მე-12 შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად იქნა გადადგმული.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს SOCAR-სა და Yokogawa Europe B.V.-ს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შესაძლებლობები.