Comex-ის ბირჟაზე (ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის განყოფილება) აპრილის თვის მიწოდების ოქროს ფიუჩერსების ფასი 5 იანვრის შემდეგ პირველად დაეცა 4,400 დოლარზე ტროას უნციაზე.

თბილისის დროით დილის 4:35 საათის მონაცემებით, ოქროს ფასი ტროას უნციაზე 4,370.7 დოლარამდე დაეცა (-2.7%).

დილის 4:38 საათისთვის ძვირფასი ლითონის ფასმა დააჩქარა კლება, 2 იანვრის შემდეგ პირველად დაეცა 4,350 დოლარზე ტროას უნციაზე და მიაღწია 4,342.7 დოლარს ტროას უნციაზე (-3.32%).

Comex-ის ბირჟაზე 2026 წლის მარტის თვის ვერცხლის ფიუჩერსების ფასი 2026 წლის 5 თებერვლის შემდეგ პირველად დაეცა 65 დოლარზე ტროას უნციაზე.

დილის 4:38 საათის მონაცემებით, ვერცხლის ფასი 64.83 დოლარამდე დაეცა ტროას უნციაზე (-4.39%).

დილის 4:55 საათისთვის ძვირფასი ლითონის ფასმა კლება შეანელა და 66.15 დოლარს (-2.45%) გაუტოლდა.