Nvidia-ს მენეჯმენტმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი კომპანიის, Nvidia-ს, ხელმძღვანელებმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდეს.

წყაროს ცნობით, მხოლოდ ბოლო თვეში - როდესაც ბაზარმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია და ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკანა პლანზე გადავიდა - დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაიყიდა. ყველა ამ პროცესის მიუხედავად, Nvidia-ს აქციები წლის დასაწყისიდან 17%-ით, ხოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში 44%-ით გაიზარდა.

დოკუმენტები აჩვენებს, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენსენ ჰუანგმა, მარტში გამოცხადებული 900 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმის ფარგლებში 15 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, რომელიც წლის ბოლომდე 6 მილიონი აქციის გაყიდვასაც ითვალისწინებს. მისი პირადი ქონება ამჟამად დაახლოებით 138 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით, ის Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში მე-11 ადგილზეა.