გალტ & თაგარტის 23–27 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართულმა კომპანიამ ზრდა აჩვენა, წინა კვირასთან შედარებით. წინა თვესთან შედარებით კი პლუსში მხოლოდ Lion Finance Group გავიდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 69.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.74% წინა კვირასთან შედარებით და +4.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 170 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 65.70 - 70.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.74% წინა კვირასთან შედარებით და -0.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 237 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.85 - 45.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.74% წინა კვირასთან შედარებით და -1.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.98 - 19.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.