ალბათ ბევრს შეგინიშნავთ პოპ-აპ სთორი სახელითმოდი - ბარნერირომელიმე მოლში. და თუ ჯერ არ შეჩერებულხართბარნერთან“, ალბათ დაგაინტერესებთ ეს მობილური მაღაზია, რომელიც გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის, მრავალფეროვანი დიზაინის ესპანურ სათვალეებს, ხელმისაწვდომ ფასად.

მოდიქართული კონცეპტუალური ბრენდია, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო პრემიუმ სახელს გააერთიანებს და მათ ერთიან გამოცდილებად აქცევს. ქოლგა-ბრენდი ისტორია რამდენიმე თვის წინ დაიწყო ბარნერით, რომელმაც პროდუქციის მრავალფეროვნებითა და კლასით უკვე დაამახსოვრა თავი მომხმარებელს.

საკუთარ თავზე რომ რაღაცას გამოცდი, შემდეგ უფრო თამამად სთავაზობ სხვას. სწორედ ასე გამოიცადა ბარნერის სათვალე კახაბერ ხარჩილავას მიერ, რომელიც ჯერ თავად, სრულიად შემთხვევით გახდა ბარნერის მომხმარებელი, შემდეგ კი - ბრენდის ესპანეთიდან საქართველოში შემომტანი. „მოლაპარაკებები მარტივი არ იყო, პირველი კომუნიკაციიდან საბოლოო შეთანხმებამდე პროცესი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა, საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა რომელმაც ბარნერის ისტორიაში პოპაპ კიოსკის ტიპის გაყიდვები დანერგა. ეს პრაქტიკა განსაკუთრებულად შედეგიანი და სამაგალითო აღმოჩნდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 4 ობიექტი გვაქვს გახსნილი შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლი, აქსის თაუერსი, ისთ ფოინთი, ბათუმი გრანდ მოლი.“ - კახაბერ ხარჩილავა.

ბარნერი დიზაინების მრავალფეროვნებითა და კოლექციების სიმრავლით გამორჩეული ბრენდია. პროდუქციის დიდი ნაწილი მზადდება ბუნებრივი, ბიოდეგრადირებადი მასალებისგან. ჩარჩოს სიმსუბუქითა და ლინზის სითხელით გამორჩეული სათვალეები თითქოს არც იგრძნობა სახეზე, ადვილად იწმინდება და უძლებს დროს.

მოდიშიკარგად ესმით, რომ სამომხმარებლო გამოცდილების სრულყოფისთვის მხოლოდ პროდუქტი არ კმარა და სერვისი აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მომხმარებლების კმაყოფილება ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა. გაყიდვებს რომ შევხედოთ, დასაწყისიდან დღემდე პრაქტიკულად ყოველთვიური 30-35%-იანი ზრდაა - ეს ერთგული მომხმარებლებითა და მათი რეკომენდაციებით შექმნილი პროგრესია. შესაბამისად, სერვისის სტრატეგიაც ლოიალობაზეა დაფუძნებული. ზოგადად, პროდუქციის ზრდა და სერვისების განვითარება ჩვენს შემთხვევაში ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაბმული და ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რაც გამოგვარჩევს.“

 ბარნერი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ , 2024 წლის სექტემბერში შემოვიდა და უკვე 4 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. ფაქტია, რომ კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდება ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ასეთი ზრდისთვის ხშირად ფინანსური მხარდაჭერა გადამწყვეტია ხოლმე. „მოდიმბარნერის განვითარებისთვის საბანკო პარტნიორად პროკრედიტ ბანკი აირჩია. „პირველი ფილიალი საკუთარი დანაზოგით გავხსენი, თუმცა ბიზნესის გაფართოებისთვის უკვე ფინანსური მხარდაჭერა გახდა საჭირო. გავეცანი სხვადასხვა ბაკნის პირობებს და არჩევანი პროკრედიტზე შევაჩერე. სესხის პირობები, მომსახურების ხარისხი, პროფესიონალიზმი, ყურადღება - ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის ძლიერ საყრდენს პროკრედიტის სახით. ჩემთვის ეს ფინანსური ინსტიტუტი აღმოჩნდა, საიმედო პარტნიორი რომელთან თანამშრომლობასაც კიდევ ხანგრძლივად ვაპირებ.“ 

მოდისდაბარნერისსამომავლო გეგმები უკვე მკაფიოდ განსაზღვრული და დროში გაწერილია. შემოდგომისთვის კომპანია თბილისში კონცეპტუალური მაღაზიის გახსნას გეგმავს. „მოდიახალ სივრცეში რამდენიმე პრემიუმ ბრენდს გააერთიანებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ბარნერსპროდუქციის დიდი არჩევანით და დამატებითი ოპტიკური სერვისებით. სივრცე განსაკუთრებულად საინტერესო იქნება მოგზაურებისა და აქსესუარების მოყვარულებისთვის. თავის მხრივ, ბარნერმა რეგიონული გაფართოებაც დააანონსა: ახლო მომავალში ესპანური ბრენდი რეგიონული მასშტაბით გაიზრდება და მისი ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გაიხსნება.