დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქცირებული პირებისა და კომპანიების სიას „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაამატა.

როგორც განმარტებაში ვკითხულობთ, ორივე კომპანია მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში.

მანამდე, ბრიტანეთმა „როსნეფტის“ ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს პერსონალური სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელს, ვაგიტ ალეკპეროვს 2022 წლის აპრილში.

15 ოქტომბერს განახლებულ სიაში ასევე მოხვდა ინდური კომპანია „ნავარა ენერჯი“, რომლის თანამესაკუთრეც „როსნეფტია“.

შედეგად, სანქციების მიხედვით, სიაში მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირების ყველა ის აქტივი გაიყინება, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებობს.

აქამდე, „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ევროკავშირის შავ სიაში მოხვდნენ.

აშშ-ს სანქციები „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ არ დაუწესებია, თუმცა შავ სიაში შეიყვანა მათი შვილობილი კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები.