ბიზნესისთვის შემოსავლებისა და რესურსების ზრდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამის ერთ-ერთი გამორჩეული გზა კი ბიზნეს ანაბარია, რომელიც თანხის საიმედოდ შენახვასაც უზრუნველყოფს და რაც მთავარია, ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, კაპიტალმა დამატებითი შემოსავალი მოუტანოს.
რატომ საქართველოს ბანკში?
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანაბრის გახსნა პირდაპირ მობილბანკით, სრულად ციფრულადაა შესაძლებელი. ამასთანავე, ბანკი მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ანაბარს მოქნილი პირობებით, დამატებითი სარგებლითა და მართვის გამარტივებული შესაძლებლობით სთავაზობს.
ბანკში ოთხი ტიპის ბიზნეს ანაბარია ხელმისაწვდომი - ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. რაც მთავარია, თუ გახსნით ვადიან ანაბარს ლარში ონლაინ ან შეგროვებადს – ნებისმიერ ვალუტაში, 0.25%-ით მეტ სარგებელს მიიღებთ.
ვადიანი ანაბარი ბიზნესისთვის
ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია 500 ლარიდან (ან მისი ეკვივალენტიდან უცხოურ ვალუტაში). თქვენ თავად ირჩევთ ვადას — 3-დან 24 თვემდე, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გსურთ თანხის დეპოზიტზე დატოვება.
თანხის გატანა ვადის გასვლისასაა შესაძლებელი, სარგებელი კი ყოველთვიურად, ან ვადის ბოლოს დაირიცხება.
ანაბრის პროცენტული სარგებელი დამოკიდებულია ვალუტაზე:
- ლარში მიიღებთ წლიურ 10.95%-დან 12.25%-მდე სარგებელს (ეფექტური პროცენტი: 10.95%-დან 11.5%-მდე); დოლარში — 0.3%-დან 1.45%-მდე; ფუნტ სტერლინგში — 0.25%-დან 1.15%-მდე.
ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტაში —კომპანიის საჭიროებების შესაბამისად.
მოთხოვნამდე ანაბარი ბიზნესისთვის
თუ გსურთ, რომ ბიზნესს ყოველთვის ჰქონდეს თანხაზე შეუზღუდავი წვდომა და ამავე დროს სარგებელი მიიღოს, მოთხოვნამდე ანაბარი კარგი არჩევანია.
მისი გახსნა ნებისმიერი თანხიდან, მომსახურების საკომისიოს გარეშე შეგიძლიათ. უფრო მეტიც, ანაბარი უვადოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება თქვენთვის სასურველი ხანგრძლივობითაა შესაძლებელი.
თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გაიტანთ, სარგებელი კი წლის ბოლოს, ყოველდღიური ნაშთის მიხედვით დაირიცხება. ლარში მიიღებთ 2%-იან წლიურ სარგებელს (ეფექტური პროცენტი: 2.02%).
მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის
ამ ანაბრის გახსნაც, წინას მსგავსად, მარტივია — საწყისი თანხა არაა განსაზღვრული და არც გახსნის საკომისიოს დაფარვაა საჭირო. თანხის დამატება ან გატანა ნებისმიერ დროს შესაძლებელია შეუზღუდავად.
მთავარი განსხვავება კი სარგებლის დარიცხვის სისტემაშია. ამ შემთხვევაში:
- სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე ხდება.
პროცენტული სარგებელი ლარში – 3%-ია (ეფექტური პროცენტი -8.06%).
შეგროვებადი ანაბარი ბიზნესისთვის
თუ გსურთ ეტაპობრივად შექმნათ სოლიდური სარეზერვო კაპიტალი, შეგროვებადი ანაბარი ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალია.
მისი გახსნა 10 ერთეულიდანაა შესაძლებელი, ვადას კი 3-დან 24 თვემდე თავად ირჩევთ. ამ ტიპის ანაბარზე თანხის დამატება ნებისმიერ დროს, ხოლო გატანა — ვადის ბოლოს შეგიძლიათ.
სარგებელი ირიცხება:
- ყოველთვიურად;
- ან ვადის ბოლოს.
პროცენტული სარგებელი დამოკიდებულია ვალუტაზე:
- ლარში — 10.35%-დან 11.50%-მდე (ეფექტური: 10.85%-დან 11.41%-მდე);
- დოლარში — 0.8%-დან 2%-მდე (ეფექტური: 0.8%-დან 1.98%-მდე);
- ევროში — 0%-დან 0.6%-მდე (ეფექტური: ევროში 0%-დან 0.6%-მდე);
- ფუნტში — 0.8%-დან 2%-მდე (ეფექტური: 0%-დან 1.98%-მდე).
როგორ შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი ბიზნეს მობილბანკით?
ყველა ტიპის ბიზნეს ანაბრის გახსნა პირდაპირ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მენეჯერს ან ფინანსურ ხელმძღვანელს აღარ სჭირდება ფილიალში ვიზიტი — სასურველი ანაბრის არჩევა, პირობების დეტალურად გაცნობა და გახსნა შესაძლებელია სრულად დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მობილბანკის ანაბრების მოდულიდან.
გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.